20:51 - 29 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-08-31 13:05:20, 3193 ნახვა

სამართალი
ადვოკატი - შაბათს არჩილ გაგნიძესთან ციხეში პროკურორი შევიდა და ითხოვდა ჩვენებას

შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულ არჩილ გაგნიძის ადვოკატები ამ დრომდე გლდანის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ამ დრომდე იმყოფებიან.

აგნიძის ადვოკატი ვასილ მამულაშვილი აცხადებს, რომ შაბათს, დასვენების დღეს, შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული მორაგბესთან, არჩილ გაგნიძესთან ციხეში პროკურორი შევიდა და ითხოვდა ჩვენებას.

ადვოკატებს აინტერესებთ, რა ჩვენების მიცემას ითხოვდა პროკურატურა.

მამულაშვილის თქმით, სამწუხაროა, რომ პროკურატურა ამ გზით ცდილობს ინფორმაციის მიღებას და ადვოკატებს საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების შესახებ ინფორმაციას წინასწარ არ ატყობინებს.

„შაბათ დღეს შესული იყო პროკურორი და ითხოვდა ჩვენებას. სამწუხაროა, რომ პროკურატურა ამ გზით ცდილობს ინფორმაციის მიღებას და არ გვატყობინებს იმ დაგეგმილ საგამოძიებო მოქმედებებზე, რომლებშიც მონაწილეობა უნდა მივიღო. გვაქვს უამრავი კითხვა, ასევე შაბათ დღეს არ არის დაშვებული შესვლა და გაურკვეველია, რატომ და ვინ იყო. საინტერესო არის ის, რომ, როგორც წესი, პროკურორი, თუ არ არის განსაკუთრებული შემთხვევა, საგამოძიებო მოქმედებას არ ახორციელებს ხოლმე. საქმეში ჩვენ არ გვაქვს არც ერთი გამოკითხვის ოქმი, სადაც პროკურორის მიერ იქნება არათუ ბრალდებული, არამედ მოწმეც. ეს წარმოშობს კითხვებს, ამასთან შაბათ დღეს, როგორც წესი, დაშვება არ ხდება. რატომ გააკეთა ეს პროკურორმა უცნობია“, - განაცხადა მამულაშვილმა.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ხაბეიშვილი ელენე ხოშტარიაზე - უამრავი თავისუფლებაზე მყოფი ინატრებდა მის ასეთ უშიშარ ხასიათს
ხოშტარია - ოცნება როგორც ჩემს ჯანმრთელობაზე, ასევე თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობის დაზიანებაზე, აუცილებლად აგებენ პასუხს
ვოლსკი - ელენე ხოშტარიას პატარაობიდან ვიცნობ - მტკივა ეგ ამბავი, მაგრამ ასე ეტლში ჩამჯდარი სააკაშვილიც ვიხილეთ
განათლების შესაძლებლობა მომავალი არქიტექტორებისთვის - საქართველოს ბანკის გიორგი ჩახავას სახელობის სასტიპენდიო პროგრამაზე მიღება დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics