22:50 - 09 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-08-31 12:47:24, 1759 ნახვა

პოლიტიკა
კარლ ჰარცელი - რუსეთის ინტერესი ამ არჩევნების მიმართ მაღალია

„რაც შეეხება არჩევნებში რუსეთის ჩარევას ეს არ ვიცი, მაგრამ რუსეთის ინტერესი ამ არჩევნების მიმართ მაღალია“, - ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, კარლ ჰარცელმა განაცხადა.

მისი თქმით, ყურადღებით დააკვირდებიან არჩევნების პროცესს.

„ეჭვგარეშეა, რომ ეს არჩევნები უმნიშვნელოვანესია. მომდევნო კვირებში ყურადღებით დავაკვირდები საარჩევნო პროცესს. როგორც ევროკავშირის ელჩს, მეტი ინტერესი მაქვს იმის მიმართ თუ როგორ ჩატარდება არჩევნები და არა ის, თუ ვინ გაიმარჯვებს. ვიმედოვნებთ, არჩევნები მაღალი სტანდარტებით ჩატარდება. რაც შეეხება არჩევნებში რუსეთის ჩარევას ეს არ ვიცი, მაგრამ რუსეთის ინტერესი ამ არჩევნების მიმართ მაღალია“, - განაცხადა ჰარცელმა.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
კირცხალია ივანიშვილის წარმომადგენელთა სხდომაზე - განვიხილეთ ჩინეთთან ურთიერთობა და სხვა პოლიტიკური საკითხები
ღარიბაშვილი სხდომების დახურვაზე -ჩრდილოვანი მართლმსაჯულების მკაფიო მაგალითია
ბრალი წარედგინა მასწავლებელს, რომელიც 30 წლის წინ, 7 წლის დაზარალებულზე სექსუალურად ძალადობდა - საფარი
გერმანიას შესაძლოა პირველი ქალი პრეზიდენტი ეყოლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics