05:21 - 18 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-08-31 12:13:47, 1307 ნახვა

პოლიტიკა
კალაძე - დარწმუნებული ვარ, ერთიანი ძალისხმევით შევძლებთ ამ გამოწვევებს ღირსეულად ვუპასუხოთ და პრობლემები ეტაპობრივად მოვაგვაროთ

დარწმუნებული ვარ, ერთიანი ძალისხმევით შევძლებთ ამ გამოწვევებს ღირსეულად ვუპასუხოთ და პრობლემები ეტაპობრივად მოვაგვაროთ, - ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა,  კახა კალაძემ ხელვაჩაურში,  ანზორ ბოლქვაძისა და ფრიდონ ფუტკარაძის წარდგენაზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტს საკმაოდ დიდი ისტორია აქვს და ყველამ კარგად იცის, რომ შუა საუკუნეებში აღნიშნულ ტერიტორიებს მთლიანად დასავლეთ საქართველოსთვის მნიშვნელოვანი სტრატეგიული დანიშნულება ჰქონდა.

„ჩემთვის დიდი პატივია, რომ დღეს ხელვაჩაურში ვიმყოფები. მუნიციპალიტეტში , სადაც განსაკუთრებული ადამიანები ცხოვრობენ, რომლებიც თავიანთი ყოველდღიური შრომით, ყოველდღიური მოღვაწეობით ძალიან ბევრს აკეთებენ ამ მხარისთვის და რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნისთვის. 

ალბათ არავისთვის არის საიდულმო, რომ აჭარა, მთლიანად ეს მხარე, ტოლერანტობის, მეგობრობის ურთიერთისყვარულის განსაკუთრებულ ტრადიციას ინახავს. სწორედ აჭარაში, განსხვავებული ეთნიკური წარმომავლობისა და რელიგიური აღმსარებლობის მქონე ადამიანები მშვიდობიანად თანაცხოვრობენ და ერთად შრომობენ საკუთარი სამშობლოს, საკუთარი რეგიონის განვითარებაზე. სწორედ აქ მაცხოვრებელი, ადგილობრივი მოსახლეობის უდიდესი ტოლერანტობის გამოვლინების დამსახურებაა, რომ აფხაზი მუჯაჰირების შთამომავლები დღესაც ცხოვრობენ მინიციპალიტეტის ტერიტორიაზე და საკუთარი მხარის განვითარებაზე ზრუნავენ.

ამ მხარეს, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტს საკმაოდ დიდი ისტორია აქვს. ყველამ კარგად იცის, რომ შუა საუკუნეებში აღნიშნულ ტერიტორიებს მთლიანად დასავლეთ საქართველოსთვის მნიშვნელოვანი სტრატეგიული დანიშნულება ჰქონდა. ამ ადგილებში გვხვდება შუა საუკუნეების მნიშვნელოვანი ძეგლები .

ეს ყველაფერი ჩვენი ისტორიის უნიკალური მონაპოვარია, რაც თითოეულ ჩვენგანს სიამაყით ავსებს, თუმცა, აუცილებელია, რომ ყველამ ერთად, ხელვაჩაურის სამომავლო განვითარებაზე ვიზრუნოთ, რასაც ჩვენი ხელისუფლება 2012 წლიდან მოყოლებული საქმით ამტკიცებს. განვლილი რვა წლის მანძილზე, მუნიციპალიტეტში უამრავი მასშტაბური პროექტი იქნა განხორციელებული . დაიგო გზები, განვითარდა ინფრასტრუქტურა, ხელისუფლების ინიცირებული პროგრამების საშუალებით სახელმწიფოსა და მოქალაქეების წარმატებული თანამშროლმობის მაგალითები ვიხილეთ, სოფლის მეურნეობაში. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ჯანდაცვის სფეროში განხორციელებული რეფორმები და ასევე ეკონომიკის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი სხვადასხვა პროგრამები, რითაც შესაძლებლობა აქვთ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას , რომ  განავითაროს მცირე და საშუალო ბიზნესი. 

რა თქმა უნდა, ეს საკმარისი არ არის და მემგონი ყველა ვთანხმდებით იმაზე, რომ როგორც აქ ასევე ქვეყანაში სხვადასხვა მიმართულებით არსებობს გამოწვევები, არსებობს ჯერ კიდევ პრობლემები , რასაც სჭირდება მოგვარება და მოწესრიგება. მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ერთიანი ძალისხმევით , შევძლებთ ამ გამოწვევებს ღირსეულად ვუპასუხოთ. ჩვენ შევძლებთ, რომ ეს პრობლემები ეტაპობრივად მოვაგვაროთ, მაგრამ აქაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ერთობა, რასაც ამ ბოლო წლების განმავლობაში მოყოლებული, 2012 წლიდან ყოველდღიურად ვხედავდით,  თუ რამხელა ძალა აქვს ამ ერთობს. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, უნდა ვიშრომოთ თითოეული სოფლის წარმატებისთვის , უნდა ვიშრომოთ თითოეული რაიონის, თითოეული მუნიციპალიტეტის , თითოეული ქალაქის წარმატებისთვის . ერთად უნდა შევქმნათ წარმატებული ისტორიები.

ერთად საქართველოს წარმატებისთვის !“, - განაცხადა კახა კალაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
თბილისი პრაიდი: "ოცნებამ" სცადა, ქვიარ ადამიანები საზოგადოებრივი ცხოვრებიდან გავექრეთ
SJC: 17 მაისი საქართველოში „ოჯახის“ იდეის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაციის სიმბოლური დღეა
ელენე ხოშტარია - ხალხის სიმრავლე და ვერც დრო, ვერ წაშლის 2013 წლის 17 მაისს ჩადენილ ბოროტებას
შიო მესამე - თუ ოჯახში ტრიალებს მძიმე ცოდვა, ისეთი როგორიც არის, მაგალითად, აბორტი, მაშინ ბედნიერებას ვერ ააშენებ, განწირულია ასეთი ოჯახი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics