2020-08-31 09:45:50, 1763 ნახვა
პოლიტიკა
დღეს პრეზიდენტი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების თარიღს დაასახელებს
დღეს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების თარიღს დაასახელებს.
ცნობისთვის, კონსტიტუციის თანახმად, არჩევნები ოქტომბრის ბოლო შაბათ დღეს უნდა ჩატარდეს. ბოლო შაბათი 31 ოქტომბერია.
შეგახსენებთ, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 120/30-ზე საარჩენო მოდელით ჩატარდება. პარლამენტში 120 წევრს პროპორციული, 30 წევრს კი მაჟორიტარული საარჩენო სისტემით აირჩევენ.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან