2020-08-30 12:56:57, 4788 ნახვა
საზოგადოება
მმართველი პარტიის ცენტრალური ოფისის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა
"ქართული ოცნების" ცენტრალური ოფისის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა.
ვირუსით ინფიცირებული პაციენტი "ოცნების" ტექნიკური სამსახურის თანამშრომელია. პარტიის პრეს-სამსახურის ცნობით, ამ დროისათვის პროტოკოლით გათვალისწინებული ყველა საჭირო ღონისძიება ჩატარებულია, ინფიცირებულ პაციენტთან ახლო კონტაქტში მყოფი პირები დროებით იზოლაციაში გადავიდნენ, მათ კორონავირუსზე ტესტირებაც ჩაუტარდათ და შედეგები უარყოფითია.
ჩატარებულია სადეზინფექციო სამუშაოები.
დღეს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 7 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 25 ადამიანი კი გამოჯანმრთელდა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,