|
2020-08-30 11:10:02, 4499 ნახვა
ეკონომიკა
სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით, გურჯაანის მუნიციპალიტეტში ხილისა და ბოსტნეულის გადამმუშავებელი საწარმო ამოქმედდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს დირექტორთან, ილია თამარაშვილთან ერთად შპს "ქართული აგრო პროდუქტის" ახლადგახსნილ საწარმოში იმყოფებოდა, სადაც წარმოების პროცესს გაეცნო. გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში შპს „ქართული აგრო პროდუქტის“ ხილისა და ბოსტნეულის გადამმუშავებელი საწარმო სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით, „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში შეიქმნა. საწარმოში, ჯამურად, 4 მლნ ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა, აქედან, 600,000 ლარი გრანტია, ხოლო 1,5 მლნ ლარი შეღავათიანი აგროკრედიტი. საწარმოში, სადაც 15 ადამიანია დასაქმებული, 1,000 ტონა ხილისა და ბოსტნეულის გადამუშავებაა შესაძლებელი. პროდუქციის რეალიზაციას კომპანია ბრენდის „კეთილი და პატიოსანი“ სახელით ადგილობრივ ბაზარზე ახდენს. „ამ საწარმოს მაგალითზე კიდევ ერთხელ დასტურდება რომ საქართველოს მთავრობის პროგრამები, რომლებსაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ახორციელებს ორიენტირებულია ქართველ მეწარმეზე და ბიზნესზე. ის დიდი სიკეთეები, რაც თანდათან ნათელი ხდება მოსახლეობისათვის ამ საწარმოს არსებობით კიდევ ერთხელ დასტურდება.“ -განაცხადა გიორგი ხანიშვილმა 2013 წლიდან დღემდე, სახელმწიფოს დახმარებით, „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში, კახეთის რეგიონში 82 ახალი საწარმო დაფინანსდა. სახელმწიფოს ფინანსურმა მხარდაჭერამ მეწარმეებს დამატებითი ბიძგი მისცა, წარმოების განვითარება-გაფართოებისთვის. „ერთიან აგროპროექტს“ სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტო ახორციელებს, რომელიც გათვლილია გრძელვადიან განვითარებაზე და მისი მიზანია ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობაში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდას, სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას.
ზელენსკი: ვიტკოფისა და კუშნერის ვიზიტების დროს საჰაერო დარტყმებს არ განვახორციელებთ, რუსეთმაც იგივე უნდა გააკეთოს
დენის კულანინმა საქართველო დატოვა
სააკაშვილი- მელია რომელიც ერთ დროს ჩემს მზეს რომ ფიცულობდა, ახლა ის დერეფანში ჩემს ყოველ ჩავლაზე მთელი ხმით უშვერ დედის გინებებს აღავლენს ხოლმე, ჩემი მიმართულებით
პროკურატურა - „ასავალ-დასავალის“ რესპონდენტის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ოპოზიციის სამი წევრი დაიკითხა
|
რედაქტორის რჩევით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
გებელსიადა ComCom-ში საბჭოთა ცენზურის დაცვით
ომი უკრაინაში
რუსული დრონი კიევში СБУ-ს მთავარ ოფისს დაეჯახა
ოდესა კვლავ დაბომბვის ობიექტი გახდა,არიან დაღუპულები და დაჭრილები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)