2020-08-30 10:54:24, 16306 ნახვა
ომი უკრაინაში
საქართველოში კოვიდ-19-ის 7 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
საქართველოში კოვიდ-19-ის 7 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ამის შესახებ ინფორმაცია ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. საიტის ინფორმაციით, ასევე გამოჯანმრთელდა 25 პაციენტი.
ამჟამინდელი მონაცემებით, ინფივირებულთა რაოდენობა 1 469, ხოლო გამოჯანმრთელებულების 1 221 გახდა.
კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5 924 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 209.
უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.
კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 19 პაციენტი გარდაიცვალა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,