13:46 - 28 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-08-28 17:33:30, 6132 ნახვა

მსოფლიო
ლუკაშენკო ევროკავშირზე - ვნახოთ, ვინ ვის შეაშინებს, ვაჩვენებთ მათ რა არის სანქციები

„ვნახოთ, ვინ ვის შეაშინებს, ვაჩვენებთ მათ რა არის სანქციები“ , - ამის შესახებ ბელარუსის პრეზიდენტმა განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ბელარუსის ტანკებითა და რაკეტებით შეშინება შეუძლებელია.

„ახლა ვაჩვენებთ მათ, რა არის სანქციები. თუ ისინი ჩინეთსა და რუსეთში ჩვენი გავლით პატრულირებდნენ, ახლა ბალტიისპირეთით ან შავი ზღვით იფრენენ და ივაჭრებენ რუსეთთან და ა.შ. ისინი გაძღნენ და დაავიწყდათ, რა არის ბელარუსი და ფიქრობდნენ, რომ ჩვენი ტანკებით, რაკეტებით შეშინება შეიძლება. ვნახოთ, ვინ ვის შეაშინებს. ვაჩვენებთ მათ რა არის სანქციები“ , – განაცხადა ლუკაშენკომ.

ბელარუსმა უკვე გადაწყვიტა, რომ ლიეტუვის პორტებიდან ბელარუსის ტვირთები სხვაგან გადაიყვანოს, მთავრობაში აცხადებენ, რომ ლიეტუვას ბიუჯეტის 30% მათზეა დამოკიდებული.

მათ ასევე აღნიშნეს, რომ თუ ბელარუსში სიტუაცია დაიძაბება ევროპას ფინანსური კრიზისი არ აცდება.

„უნდა დავმშვიდდეთ, მათაც საზღვარგარეთ თავი ხელში უნდა აიყვნონ და დაფიქრდნენ, რა შეიძლება დაემსგავსოს ევროპა, თუკი აქ ვითარება დაიძაბება“, – განაცხადა ბელარუსის პრეზიდენტმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კოპალეიშვილი „ოცნების“ დეპუტატებს - ჩემი სტუდენტები იყვნენ, რა საფრთხეს წარმოვადგენ მე?
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ლაშა ფარულავა - ოცნება ხალხს ცხოვრებას კიდევ ერთხელ უძვირებს - ეს სოციალური ტერორის გზაა
4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულებს, მურთაზ ზოდელავას, ლაშა ბერიძეს, ირაკლი ჩხვირკიასა და გური ჟვანიას საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics