|
2020-08-28 13:06:40, 3722 ნახვა
საზოგადოება
მეუფე შიო - ვეცადოთ, განვიწმინდოთ ჩვენი ცოდვებისგან, რათა მოვემზადოთ გარდაცვალებისთვის
საქართველო არის წილხვედრი ყოვლადწმინდისა ღვთისმშობლისა, ეს არის ნიშანი, რომ ღვთისმშობელი განსაკუთრებით მფარველობს ჩვენს ქვეყანას, - ამის შესახებ პატრიარქის თანამოსაყდრემ, მიტროპოლიტმა შიომ სიონის საკათედრო ტაძარში ქადაგებისას განაცხადა. მისი თქმით, ჩვენ გულში უნდა ვიმარხავდეთ უფალი იესო ქრისტეს სიტყვებს, ყველაფერს და ასევე აღვასრულოთ მისი მცნებები. „ჩვენ ვადიდებთ ამ შესანიშნავს დღეს, ყოვლაწმინდა ღვთისმშობელს და ვფიქრობთ, რა დაგვიტოვა მან ჩვენ, რა მცნებები და რა ანდერძი დაგვიტოვა. ჩვენ გვახსენდება ასევე წინასწარმეტყველება, რომელიც მას ეთქვა და რომელიც მან თქვა, რომ ყოველ სიტყვას ჩვენისა უფლისა იესო ქრისტეს, მისი ძის, ღმერთკაცის, იგი გულში იმარხავს. მისი უმთავრესი ცნება არის ის, რომ ჩვენ აღვასრულოთ ის, რასაც უფალი იესო ქრისტე გვიბრძანებს, ეს არის მისი ცნებები და ცხოვრების გზა. ეს არის ორი მთავარი მაგალითი, რომელიც მან დაგვიტოვა, რომ ჩვენ გულში ვიმარხავდეთ უფალი იესო ქრისტეს სიტყვებს ყველაფერს და აღვასრულოთ მისი ცნებები. ჩვენ გულში უნდა ვიმარხავდეთ უფალი იესო ქრისტეს სიტყვებს, ყველაფერს და ასევე აღვასრულოთ მისი მცნებები. სახარებას ხშირად ვკითხულობთ და ხან ერთი რაღაც მონაკვეთი იმოქმედებს განსაკუთრებით ჩვენზე, ხან მეორე, ეს ყოველთვის განახლებადია და ნიშნავს, რომ უფალი ამ სიტყვებით მოგვმართავს. ჩვენ უნდა ვეცადოთ, რომ მთელი ჩვენი ცხოვრების განმავლობაში ჩავუღრმავდეთ ღვთის მცნებებს, მის სიტყვებს, ვეცადოთ, განვიწმინდოთ ჩვენი ცოდვები, რათა მოვემზადოთ გარდაცვალებისთვის. დღევანდელი დღე სწორედ იმას გვეუბნება, რომ გარდაცვალება ეს არ არის რაღაც საშინელი რამ, არამედ ეს არის საგანი ჩვენი იმედისა და სიხარულისა, ჩვენი მარადიული ცხოვრების სასოებისა. ღმერთმა დაგლოცოთ, გაგაძლიეროთ და გაგახაროთ. ჩვენთვის განსაკუთრებით სასიხარულოა, რადგან საქართველო არის წილხვედრი ყოვლადწმინდისა ღვთისმშობლისა, ეს არის ნიშანი, რომ ღვთისმშობელი განსაკუთრებით მფარველობს ჩვენს ქვეყანას, უფალმა ინებოს ჩვენი ერის გადარჩენა, გამთლიანება და გამრავლება“, - განაცხადა მეუფე შიომ.
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
კირცხალია ივანიშვილის წარმომადგენელთა სხდომაზე - განვიხილეთ ჩინეთთან ურთიერთობა და სხვა პოლიტიკური საკითხები
ღარიბაშვილი სხდომების დახურვაზე -ჩრდილოვანი მართლმსაჯულების მკაფიო მაგალითია
ბრალი წარედგინა მასწავლებელს, რომელიც 30 წლის წინ, 7 წლის დაზარალებულზე სექსუალურად ძალადობდა - საფარი
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)