2020-08-28 12:23:38, 15908 ნახვა
ომი უკრაინაში
რუსეთში კორონავირუსის 4 829 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 110 ადამიანი გარდაიცვალა
რუსეთში, გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 4 829 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 110 ადამიანი გარდაიცვალა.
ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ოპერატიული შტაბის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ცნობით, ქვეყანაში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 980 405-ს მიაღწია, ხოლო გარდაცვლილთა რიცხვი 16 914-ს შეადგენს.
რუსეთში კორონავირუსისგან 798 466 პაციენტი გამოჯანმრთელდა.
ცნობისთვის, რუსეთი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობით მსოფლიოში მეოთხე ადგილზეა აშშ-ს, ბრაზილიისა და ინდოეთის შემდეგ.
ავტორი: ექსპრესნიუსი,