22:19 - 22 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-08-28 11:00:59, 5591 ნახვა

კომენტარი
რატიანი შატილის ავარიისას დაშავებულებზე - მათი მდგომარეობა, ამ ეტაპზე, კვლავ რჩება მძიმე, თუმცა დადებითი დინამიკით

„მათი მდგომარეობა, ამ ეტაპზე, კვლავ რჩება მძიმე, თუმცა დადებითი დინამიკით“ , - ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ტრავმის შედეგად გამოწვეული დაზიანებები ლიკვიდირებული არის.

„ორი ქალბატონთან ჩატარდა ინტერვენციული ღონისძიებები, ანუ ლიკვიდირებული იქნა ტრავმის შედეგად გამოწვეული დაზიანებები.

მათი მდგომარეობა, ამ ეტაპზე, კვლავ რჩება მძიმე, თუმცა დადებითი დინამიკით. განმეორებით ჩატარებული კლინიკო-ლაბორატორიული კვლევების შედეგად, უარყოფითი დინამიკა არ ვლინდება, თუმცა, მათ აქვთ ძალიან რთული გზა გასავლელი გამოჯანმრთელებამდე.

კლინიკის მედპერსონალი ყველაფერს აკეთებს რომ სამივე ქალბატონს სიცოცხლე შეუნარჩუნდეს“ ,  - განაცხადა ლევან რატიანმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მეჯვრისხევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია
პოლონეთში პუტინის კრიტიკოსის მკვლელობის საქმეზე საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დააკავეს
რუსეთი ქართული რძის პროდუქტების ორ საწარმოს ბაზარზე შეუშვებს
„თეგეტა მოტორსის“ ცენტრალურ ფილიალში ელექტრომობილების სპეციალიზებული სერვისცენტრი გაიხსნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics