08:01 - 19 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-08-27 18:48:42, 4103 ნახვა

საზოგადოება
წმინდა ბარბარეს უბანში სკვერი მოეწყო

სამგორის რაიონის გამგეობა ქვემო სამგორში სკვერებსა და დასასვენებელ სივრცეებს აწყობს. კიდევ ერთი სკვერი წმინდა ბარბარეს უბანში გაიხსნა.

ახალი დასასვენებელი სივრცე სამგორის რაიონის გამგებელის მოადგილე სოსო ბურდულაძემ დაათვალიერა.

წმინდა ბარბარეს უბნის N135-ის მიმდებარედ, ახალ სკვერში განთავსდა საბავშვო მოედანი სხვადასხვა ტიპის ატრაქციონით, საბაღე და საქანელა სკამები, ურნები, დასასვენებელი პავილიონი და ფიტნეს ზონა. გამწვანების სამუშაოების ფარგლებში, დაირგო ხეები და ბალახი. საფეხმავლო ბილიკები დეკორატიული ფილებით მოპირკეთდა, საბავშვო მოედანზე კაუჩუკის საფარი მოიხატა, ტერიტორია დამცავი ღობით შემოიფარგლა და მოეწყო გარე განათების სისტემა.

პროექტის ღირებულება 104 472 ლარია. სამუშაოები, სამგორის გამგეობის დაკვეთით, კონტრაქტორმა კომპანიამ „ჩვენი ჯგუფი“ შეასრულა.

სამგორის გამგეობამ ქვემო სამგორში მიმდინარე წელს შემდეგ მისამართებზე ცხრა  სკვერი მოაწყო: ოცხელების ქ. N30; ქინძმარაულის მეორე შესახვევის N9; წმინდა ბარბარეს უბნის N123; წმ. ბარბარეს უბნის N135; ქინძმარაულის შესახვევი N10;  ბაბუციძის ქ. N12; ნაკადულის ქ. N2ა; მოსკოვის გამზირის მე-4 კვარტალი, N3, 6, 7; ჭიჭინაძის ქ. N1.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
„გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტას“ ახალი კამპანია საგზაო უსაფრთხოების კულტურის გასაძლიერებლად
Anchorსაქართველოს ბანკისა და ლურჯი მოცვის მწარმოებელთა ასოციაციის თანამშრომლობის ფარგლებში, საქართველოს საერთაშორისო მოცვის ორგანიზაციის თავმჯდომარე ეწვია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics