22:50 - 09 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-08-27 15:17:50, 3869 ნახვა

პოლიტიკა
თინა ბოკუჩავა სააკაშვილზე - ეს ადამიანი ასოცირდება უკეთესი საქართველოს ხედვასთან და ამ ქვეყნის განვითარების იმედთან

„ეს ადამიანი ასოცირდება უკეთესი საქართველოს ხედვასთან და ამ ქვეყნის განვითარების იმედთან“, - ამის შესახ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა წევრმა თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ივანიშვილი ვერ გადაწყვეტს ვინ იყოს და ვინ არა ქართულ პოლიტიკაში.

„ბიძინა ივანიშვილის გადასაწყვეტი არ არის და არ იქნება, ვინ იქნება და არ იქნება ქართულ პოლიტიკურ ასპარეზზე. ამას წყვეტს ქართველი ხალხი. დარწმუნებული ვარ, რომ ქართველი ხალხი მიიღებს ძალიან სწორ გადაწყვეტილებებს.

რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის მიმართვას - მივესალმები მის გულწრფელ ემოციას. ეს ადამიანი ასოცირდება უკეთესი საქართველოს ხედვასთან და ამ ქვეყნის განვითარების იმედთან. ამიტომ, დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს ამომრჩეველი ძალიან სწორად და ისევე გულწრფელად მიიღებს ამ მიმართვებს, როგორც ეს მან იგულისხმა“ , -განაცხადა თინა ბოკუჩავამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კირცხალია ივანიშვილის წარმომადგენელთა სხდომაზე - განვიხილეთ ჩინეთთან ურთიერთობა და სხვა პოლიტიკური საკითხები
ღარიბაშვილი სხდომების დახურვაზე -ჩრდილოვანი მართლმსაჯულების მკაფიო მაგალითია
ბრალი წარედგინა მასწავლებელს, რომელიც 30 წლის წინ, 7 წლის დაზარალებულზე სექსუალურად ძალადობდა - საფარი
გერმანიას შესაძლოა პირველი ქალი პრეზიდენტი ეყოლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics