21:44 - 29 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-08-27 14:58:28, 4355 ნახვა

სამართალი
ანა დოლიძის საქმეზე გამოძიება სავარაუდოდ, მუქარის მუხლით დაიწყება

დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის დამოუკიდებელმა მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ანა დოლიძემ ერთსაათიანი გამოკითხვის შემდეგ თბილისის პოლიციის მთავარი სამმართველო დატოვა.

როგორც გამოკითხვიდან გამოსვლის შემდეგ ანა დოლიძემ განაცხადა, გამოძიებას მან დეტალურად მოახსენა წერეთლის გამზირი N105-ში მომხდარი ინციდენტის შესახებ და დაასახელა ის პირები, ვინც შესაძლოა გამოძიებას ჭეშმარიტების დადგენაში დაეხმაროს.

დოლიძის თქმით, სამართალდამცველებმა დეპუტატობის კანდიდატს განუცხადეს, რომ მომხდართან დაკავშირებით, სავარაუდოდ, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 151 მუხლით (მუქარა) დაიწყება, რომლის კვალიფიკაცია გამოძიების პროცესში შესაძლოა შეიცვალოს.

როგორც ცნობილია, 13 აგვისტოს,  წერეთლის N105-ში საარჩევნო კამპანიის დროს ანა დოლიძეს, მის გუნდს და ამომრჩევლებს  ადამიანების ჯგუფმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და იძულებით შეაწყვეტინეს საარჩევნო კამპანია.

ამ თემასთან დაკავშირებით არსებობს ვიდეო ჩანაწერი, რომელსაც ანა დოლიძე გამოძიებას ხვალ, ხელახალი გამოკითხვისას წარუდგენს.

„ეს  ჯგუფი „ქართულ ოცნებასთან” პირდაპირ კავშირშია. გამომდინარე იქიდან, რომ ვერცერთ გამოძიებაზე მანამდე შედეგი ვერ ვნახე, სკეპტიკურად ვარ განწყობილი, რომ დადგება რაიმე შედეგი, თუმცა ჩვენი მოქალაქეობრივი ვალია ამ თავდასხმაზე კონკრეტული ინფორმაცია მივაწოდო აქაც და სადამკვირვებლო ორგანიზაციებსაც. ეს იყო ჩვენზე თავდასხმა. მოვარდა რამდენიმე ახალგაზრდა, თავს დაგვესხა მუქარით, გინებით და საშინელი შეურაცხყოფით“, - აღნიშნა ანა დოლიძემ პოლიციის სამმართველოში შესვლამდე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში დრონის რეკორდული დარტყმის შემდეგ 400-ზე მეტი რეისი გაუქმდა
ეპისკოპოსი გიორგი - აზარტული თამაშები სასოწარკვეთილების, ვალებისა და ტრაგედიის წყაროდ იქცევა. ჩემი ღრმა შეშფოთებაა
ხაბეიშვილი ელენე ხოშტარიაზე - უამრავი თავისუფლებაზე მყოფი ინატრებდა მის ასეთ უშიშარ ხასიათს
ხოშტარია - ოცნება როგორც ჩემს ჯანმრთელობაზე, ასევე თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობის დაზიანებაზე, აუცილებლად აგებენ პასუხს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics