08:02 - 19 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-08-27 12:49:59, 3156 ნახვა

საზოგადოება
გახარია - სოციალური დანარიცხი, რომელსაც მიიღებენ ჩვენი მოქალაქეები, ოჯახები, არც ერთ შემთხვევაში არ იქნება საბანკო ვალდებულების აღსასრულებლად მიმართული

სოციალური დანარიცხი, რომელსაც მიიღებენ ჩვენი მოქალაქეები, ოჯახები, არც ერთ შემთხვევაში არ იქნება საბანკო ვალდებულების აღსასრულებლად მიმართული, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე, 18 წლამდე ბავშვებისთვის განკუთვნილ 200-ლარიან დახმარებაზე საუბრისას  განაცხადა.

მისი თქმით, კანონმდებლობის შესაბამისად, არც ერთი სხვა აღსრულების მექანიზმი და ღონისძიებები ამ სოციალურ დახმარებას არ შეეხება

„მოგეხსენებათ, ჩვენ რამდენიმე ხნის წინ გამოვაცხადეთ 18 წლამდე ასაკის ბავშვების სოციალური მხარდაჭერის პაკეტი, რომელიც მოიცავს თითოეულ ბავშვზე 18 წლამდე 200 ლარიან დახმარებას, თუმცა აქ იყო გარკვეული შესაძლო ტექნიკური პრობლემები, რომელიც ჩვენ მოვაგვარეთ. გუშინ გვქონდა შეხვედრა საბანკო სექტორთან და მათთან საუბრის შემდეგ მივიღეთ ერთობლივი გადაწყვეტილება, რომ ეს სოციალური დანარიცხი, რომელსაც მიიღებენ ჩვენი მოქალაქეები, ოჯახები, არც ერთ შემთხვევაში არ იქნება საბანკო ვალდებულების აღსასრულებლად მიმართული, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენს მოქალაქეებისთვის, რომელთაც აქვთ საბანკო სესხი, ეს თანხა ვერ იქნება და არ იქნება გამოყოფილი სესხის დასაფარად და ავტომატურად ბანკი ამ თანხას ვერ ჩამოაჭრის, ისევე როგორც კანონმდებლობის შესაბამისად არც ერთი სხვა აღსრულების მექანიზმი და ღონისძიებები ამ სოციალურ დახმარებას არ შეეხება, რაც, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია“, - განაცხადა პრემიერმა.

მისივე თქმით, სახელმწიფო ატარებს თანმიმდევრულ და ქმედით ღონისძიებებს, როგორც ვირუსთან ბრძოლის, ისე მოქალაქეების სოციალური მხარდაჭერის მიმართულებით.

„მოგეხსენებათ, რომ კრიზისული სიტუაციის განვითარებასთან დაკავშირებით და მასთან თანმიმდევრობით სახელმწიფო ატარებს როგორც ვირუსთან ბრძოლის, ასევე ჩვენი მოქალაქეების სოციალური მხარდაჭერის კონკრეტულ ქმედით ღონისძიებებსა და ნაბიჯებს, რაც პირდაპირ ჩანს ვირუსის გავრცელების რისკების მართვით და გარდა ამისა, სოციალური დახმარების იმ პაკეტით, რომელიც ერთ-ერთი საუკეთესოა რეგიონში და საერთოდ საუკეთესო პრაქტიკაა“, - აღნიშნა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურის განცხადებით, დღეის მონაცემებით შემოსულია უკვე 810 000 ბავშვზე განაცხადი, რაც გულისხმობს 482 000 ოჯახს.

„მოგეხსენებათ, რომ 15 სექტემბერიდან ჩვენ, ერთობლივი გადაწყვეტილებით და ეპიდემიოლოგიური მდგომარეობით, საკლასო ოთახებში სწავლის განახლების შესაძლებლობა გვაქვს, რაც მნიშვნელოვანია როგორც ბავშვებისთვის, ისე ჩვენი ოჯახებისთვის. ამასთან ერთად, ეს პროგრამა გაგრძელდება პირველ დეკემბრამდე და ამ თანხების დარიცხვა ბავშვებისთვის დაიწყება 1-ლი სექტემბრიდან და შესაბამისად გაგრძელდება წლის ბოლომდე. ახალი განაცხადების შემოსვლის შემთხვევაში უკვე პირველ დეკემბრამდე.  მნიშვნელოვანი არის, რომ დღეის მონაცემებით შემოსულია უკვე 810 000 ბავშვზე განაცხადი, რაც გულისხმობს 482 000 ოჯახს რაც ასევე ძალზედ მნიშვნელოვანია. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე სწორი და ეფექტიანი სოციალური დახმარება, რომელიც ჩვენ მივიღეთ, ერთობლივად გადავწყვიტეთ, რაც დასტურდება უამრავი სხვადასხვა სოციალური კვლევით და რაც პირველ რიგში მიმართულია კრიზისის პირობებში მოსალოდნელი სიღარიბის დონის გაზრდის წინააღმდეგ და რა თქმა უნდა, მიმართულია ჩვენი მოქალაქეების ოჯახების მხარდასაჭერად“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
„გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტას“ ახალი კამპანია საგზაო უსაფრთხოების კულტურის გასაძლიერებლად
Anchorსაქართველოს ბანკისა და ლურჯი მოცვის მწარმოებელთა ასოციაციის თანამშრომლობის ფარგლებში, საქართველოს საერთაშორისო მოცვის ორგანიზაციის თავმჯდომარე ეწვია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics