08:02 - 19 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-08-27 12:36:26, 1543 ნახვა

საზოგადოება
გიორგი გახარია - 95 ქვეყანას ვთავაზობთ პროგრამას „იმუშავე საქართველოდან“

ჩვენ 95 ქვეყანას ვთავაზობთ პროგრამას „იმუშავე საქართველოდან“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის დევანდელ სხდომაზე განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, 95 ქვეყნის დისტანციურად მომუშავე თანამშრომლებს საშუალება ექნებათ, მინიმუმ 180 დღის განმავლობაში, დისტაცნიურად საქართველოდან შეასრულონ თავიანთი სამუშაო ვალდებულებები.

„საინტერესო წინადადებაა, რომელსაც ჰქვია: „იმუშავე საქართველოდან“. მოგეხსენებათ, გლობალური პანდემიის პირობებში სულ უფრო და უფრო მეტი, როგორც ტრანსნაციონალური კორპორაციები, ასევე გლობალური კომპანიები გადადიან დისტანციურ მუშაობაზე და ფაქტობრივად, ადამიანის გეოგრაფიულ მდებარეობას არ აქვს მნიშვნელობა იმისთვის, რომ მან დისტანციურად განახორციელოს თავისი უფლება-მოვალეობები. ამიტომ ჩვენ ვთავაზობთ 95 ქვეყანას პროგრამას „იმუშავე საქართველოდან“, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ვახერხებთ და უნდა მოვახერხოთ, რომ ჩვენი მიღწევები ვირუსის მართვის მიმართულებით ერთ-ერთი საუკეთესო რეგიონში, დავაკონვერტიროთ კონკრეტულ შემოსავლებში ჩვენი ტურისტული სექტორისთვის.

ეს პროგრამა იმუშავებს 95 ქვეყნისთვის, რაც ნიშნავს იმას, რომ 95 ქვეყნის დისტანციურად მომუშავე სხვადასხვა გლობალურ კომპანიებში თანამშრომლებს ჩვენ ვეპატიჟებით საქართველოში და ვთავაზობთ მინიმუმ 180 დღის განმავლობაში, დისტაცნიურად საქართველოდან შეასრულონ თავიანთი სამუშაო ვალდებულებები და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ პირველ რიგში, საქართველოში მათი ყოფნა იყოს უსფრთხო მათი ჯანმრთელობისთვის და რა თქმა უნდა, ასევე კომფორტული. ეს პროგრამა ატვირთულია უკვე stop.gov.ge-ზე, საიდანაც ყველას შეუძლია ისარგებლოს და დეტალურ განმარტებებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია კიდევ გააკეთებს,“ - განაცხადა გიორგი გახარიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
„გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტას“ ახალი კამპანია საგზაო უსაფრთხოების კულტურის გასაძლიერებლად
Anchorსაქართველოს ბანკისა და ლურჯი მოცვის მწარმოებელთა ასოციაციის თანამშრომლობის ფარგლებში, საქართველოს საერთაშორისო მოცვის ორგანიზაციის თავმჯდომარე ეწვია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics