22:40 - 09 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-08-27 11:01:10, 2888 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი ვაშაძე - „ნაციონალურმა მოძრაობამ“ კვლავ გატეხა სიტყვა და შეთანხმება დაარღვია

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ კვლავ გატეხა სიტყვა, - ასე ეხმაურება „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გადაწყვეტილებას, რომელმაც ისნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად ხატია დეკანოიძე წარადგინა.

მისი თქმით, ისნის ოლქში ღირსეული კანდიდატი გაიმარჯვებს.

„ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ კვლავ გატეხა სიტყვა, დაარღვია შეთანხმება, ეს ძალიან სამწუხაროა. რაც შეეხება ისანს, ისანში გაიმარჯვებს ყველაზე ღირსეული. ამას თქვენ თვითონ ნახავთ. "ნაციონალურმა მოძრაობამ" რომ დაარღვია შეთანხმება და გატეხა სიტყვა, ამის დასტურია სხვა შეთანხმების მონაწილეების განცხადებები. ძალიან ვწუხვარ... ისანში გაიმარჯვებს ღირსეული“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

შეგახსენებთ, რომ ისანში „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მაჟორიტარობის კანდიდატად ხატია დეკანოიძე დაასახელა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კირცხალია ივანიშვილის წარმომადგენელთა სხდომაზე - განვიხილეთ ჩინეთთან ურთიერთობა და სხვა პოლიტიკური საკითხები
ღარიბაშვილი სხდომების დახურვაზე -ჩრდილოვანი მართლმსაჯულების მკაფიო მაგალითია
ბრალი წარედგინა მასწავლებელს, რომელიც 30 წლის წინ, 7 წლის დაზარალებულზე სექსუალურად ძალადობდა - საფარი
გერმანიას შესაძლოა პირველი ქალი პრეზიდენტი ეყოლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics