08:02 - 19 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-08-26 13:02:14, 1509 ნახვა

საზოგადოება
მომავალი კვირიდან ვაკის პარკის სრული რეაბილიტაცია იწყება

თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური მომავალი კვირიდან ვაკის პარკის რეაბილიტაციას იწყებს, რომელიც ეტაპობრივად განხორციელდება, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, პროექტი სხვადასხვა შეხვედრის, კვლევისა და რეკომენდაციის საფუძველზე დამუშავდა. მისი განხორციელების შედეგად, ვაკის პარკისა და კასკადის პირვანდელი იერსახე შენარჩუნდება.

„გასული წელი ვაკის პარკის რეაბილიტაციის საპროექტო სამუშაოებს დავუთმეთ. ასევე, შევხვდით დაინტერესებულ პირებს, ჩავატარეთ სახელოვნებათმცოდნეო და დენდროლოგიური კვლევები, რომელთა რეკომენდაციების საფუძველზეც, ბრიტანულმა კომპანიამ - „სიბიეს სტუდიოზ“ პარკის ფუნქციური ზონირების პროექტი დაამუშავა. იმის გათვალისწინებით, რომ ვაკის პარკის ცენტრალური ნაწილი შესულია კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლების ნუსხაში, არ შეგვიცვლია პარკის ისტორიული გეგმარება. პირიქით, რაც შემდგომ უხეში ჩარევების შედეგად დაემატა, იმასაც პირვანდელ მდგომარეობასთან შესაბამისობაში მოვიყვანთ“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

მისი თქმით, სამუშაოების ფარგლებში, სრულად შეიცვლება მიწისქვეშა კომუნიკაციები, სანიაღვრე სისტემა, განახლდება მწვანე საფარი და საპარკე ინფრასტრუქტურა, პარალელურად კი, შადრევნების კასკადის სამშენებლო სამუშაოები დაიწყება.

„როგორც იცით, პარალელურად,  ვაკის პარკის შადრევნების კასკადის პროექტირება მიმდინარეობს. რის შემდეგაც, მის სამშენებლო სამუშაოებზე ტენდერს გამოვაცხადებთ. პროექტის განხორციელებას დაახლოებით, ორი წელი დასჭირდება. გარკვეული შეზღუდვების დაწესება მოგვიწევს, თუმცა, ყველაფერს ისე დავგეგმავთ, რომ მოქალაქეებს რაც შეიძლება ნაკლები დისკომფორტი შევუქმნათ. გპირდებით, თბილისელებისთვის ვაკის პარკიც საამაყო პროექტი იქნება, ისევე როგორც „მზიურის“, ვეტერანთა კულტურისა და დასვენების პარკი, ასევე, გლდანის მე-6 მიკრორაიონში არსებული რეკრეაციული სივრცე“, - განაცხადა კახა კალაძემ.  

თბილისის მერის განმარტებით, მსგავსი ფართომასშტაბიანი რეაბილიტაცია პირველად განხორციელდება და რაც მთავარია, ვაკის პარკისა და კასკადის პირვანდელი იერსახე შენარჩუნდება.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
„გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტას“ ახალი კამპანია საგზაო უსაფრთხოების კულტურის გასაძლიერებლად
Anchorსაქართველოს ბანკისა და ლურჯი მოცვის მწარმოებელთა ასოციაციის თანამშრომლობის ფარგლებში, საქართველოს საერთაშორისო მოცვის ორგანიზაციის თავმჯდომარე ეწვია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics