|
2020-08-26 12:54:52, 4139 ნახვა
ეკონომიკა
ნათია თურნავა - ჩვენ კორუფციისგან თავისუფალი ბიზნეს გარემო ჩამოვაყალიბეთ, რასაც მსოფლიო ბანკის კვლევაც ადასტურებს
„ჩვენ ჩამოვაყალიბეთ კორუფციისგან თავისუფალი ბიზნეს გარემო. ნებისმიერი ბიზნესისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შეუძლია, ყოველგვარი მოსყიდვის, წნეხის და შიშის გარეშე ისარგებლოს ყველა სერვისით, რასაც მას ჩვენი სახელმწიფო სტრუქტურები სთავაზობენ. საქართველოში რომ აბსოლუტურად გამჭვირვალე, კორუფციისგან თავისუფალი ბიზნეს გარემოა, ამას მსოფლიო ბანკის ბოლო კვლევაც ადასტურებს, რომლის თანახმადაც საქართველო, გამოკვლეულ ქვეყნებს შორის, ყველა პარამეტრის მიხედვით ტოპ-ათეულშია," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მსოფლიო ბანკის მიერ ჩატარებული საწარმოთა კვლევის შესახებ. საწარმოთა კვლევას მსოფლიო ბანკის ჯგუფი პარტნიორებთან ერთად (EBRD, EIB, DFID) ატარებს. კვლევა ფარავს მსოფლიოს ყველა გეოგრაფიულ რეგიონსა და ასეულობით ათას მცირე, საშუალო და დიდ კერძო კომპანიას. კორუფციისაგან თავისუფლების მიხედვით საქართველომ მსოფლიოს მასშტაბით გამორჩეულად საუკეთესო შეფასება დაიმსახურა. კერძოდ, ქრთამის აღების შემთხვევების სიმცირის მიხედვით საქართველო 144 ქვეყანას შორის 10 საუკეთესო ქვეყანას შორის მოხვდა. ასევე 10 საუკეთესო ქვეყანას შორს დაიკავა ადგილი მოსყიდვის წნეხისგან(სიღრმე) თავისუფლების მიხედვით. საწარმოთა კვლევა 4 წელიწადში ერთხელ ტარდება. მისი მიზანია ბიზნეს გარემოს შეფასება. აღნიშნული კვლევა საქართველოში ბოლოს 2019 წლის მარტიდან 2020 წლის იანვრის ჩათვლით ჩატარდა. ამ პერიოდში საქართველოში გამოიკითხა 581 კომპანიის მფლობელები და მაღალი რანგის მენეჯერები.
დენის კულანინმა საქართველო დატოვა
სააკაშვილი- მელია რომელიც ერთ დროს ჩემს მზეს რომ ფიცულობდა, ახლა ის დერეფანში ჩემს ყოველ ჩავლაზე მთელი ხმით უშვერ დედის გინებებს აღავლენს ხოლმე, ჩემი მიმართულებით
პროკურატურა - „ასავალ-დასავალის“ რესპონდენტის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ოპოზიციის სამი წევრი დაიკითხა
რუსული დრონი კიევში СБУ-ს მთავარ ოფისს დაეჯახა
|
რედაქტორის რჩევით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
გებელსიადა ComCom-ში საბჭოთა ცენზურის დაცვით
ომი უკრაინაში
რუსული დრონი კიევში СБУ-ს მთავარ ოფისს დაეჯახა
ოდესა კვლავ დაბომბვის ობიექტი გახდა,არიან დაღუპულები და დაჭრილები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)