08:57 - 19 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-08-25 12:20:08, 1703 ნახვა

საზოგადოება
ლევან რატიანის განცხადებით, შატილის გზაზე დაშავებულ სამივე პაციენტთან დადებითი დინამიკა შეინიშნება

თბილისის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით შატილის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულ სამივე პაციენტთან დადებითი დინამიკა შეინიშნება.

მისივე თქმით, სამივე მათგან შემცირდა ჟანგბადის კონცენტრაციის მიწოდება და გაუმჯობესდა ოქსიგენაციის პარამეტრები.

„სამივე პაციენტის ზოგადი მდგომარეობა მეტნაკლებად სტაბილურია. ფაქტობრივად, შეიძლება ითქვას, რომ გვაქვს დადებითი დინამიკა როგორც კლინიკურ-ლაბორატორიულად, ასევე მდგომარეობის მხრივ. ვინაიდან ჰემოდინამიკა მეტნაკლებად შენარჩუნებულია, ვაზოპრესორების დოზა შემცირებულია. ასევე, სამივე მათგანთან, ჩვენ და მათ საბედნიეროდ გამოჩნდა რქოვანას და გუგის რეფლექსი, რა იმას ნიშნავს, რომ ნევროლოგიური სტატუსის მხრივ დადებითი დინამიკაა. თავის ტვინის დაზიანების კლინიკური გამოვლინება არის ის, რომ სიცოცხლე თავის ტვინში შენარჩუნებულია.

ასევე მინდა გითხრათ, რომ უარყოფითი დინამიკა არ ყოფილა, იმყოფებიან ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე, მაგრამ მაქსიმალური კონცენტრაცია მიდიოდა ჟანგბადის 100%-ზე და შემცირდა ჟანგბადის კონცენტრაციის მიწოდება. აღნიშნულიდან გამომდინარე, შეიძლება, დადებითი დინამიკა  ჩაითვალოს.

სამივე მათგანთან ოქსიგენაციის პარამეტრები გაუმჯობესებულია. სამივე მათგანთან იყო თირკმლის მწვავე უკმარისობა და ამ ეტაპზე, სამივე მათგანთან აღდგენილია შარდის წამოსვლა, რაც კიდევ ერთხელ მიანიშნებს დადებით დინამიკას. ამ ეტაპამდე ჩატარებული კლინიკურ-ლაბორატორიული კვლევებით პაციენტებთან უარყოფითი დინამიკა ბოლო რამდენიმე საათია არ ვლინდება. ვიმედოვნებთ, რომ სამივე პაციენტის მდგომარეობა ჩვენი და მათი ძალისხმევით გადარჩება“, - განაცხადა ლევან რატიანმა.

ცნობისთვის, 23 აგვისტოს, დუშეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ბისოს სიახლოვეს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 17 ადამიანი გარდაიცვალა, 3 კი მძიმედ დაშავდა. მიკროავტობუსი 80 მეტრის სიმაღლიდან კლდოვან ფერდობზე გადავარდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
„გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტას“ ახალი კამპანია საგზაო უსაფრთხოების კულტურის გასაძლიერებლად
Anchorსაქართველოს ბანკისა და ლურჯი მოცვის მწარმოებელთა ასოციაციის თანამშრომლობის ფარგლებში, საქართველოს საერთაშორისო მოცვის ორგანიზაციის თავმჯდომარე ეწვია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics