2020-08-25 10:33:53, 1742 ნახვა
საზოგადოება
გლოვის დღესთან დაკავშირებით საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ ევროკავშირის დროშა დაუშვა
გლოვის დღესთან დაკავშირებით საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ ევროკავშირის დროშა დაუშვა.
ამის შესახებ ინფორმაციას ევროკავშირის წარმომადგენლობა „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე ავრცელებს.
„ევროკავშირის დროშა დაშვებულია, რადგან კვირას შატილის გზაზე ტრაგიკულად დაღუპულებს ვგლოვობთ. ვუსამძიმრებთ მათ ოჯახებსა და მეგობრებს და სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ დაზარალებულებს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
ცნობისთვის, 23 აგვისტოს, დუშეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ბისოს სიახლოვეს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 17 ადამიანი გარდაიცვალა, 3 კი მძიმედ დაშავდა. მიკროავტობუსი 80 მეტრის სიმაღლიდან კლდოვან ფერდობზე გადავარდა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,