04:26 - 18 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-08-24 15:26:10, 2223 ნახვა

პოლიტიკა
გია ვოლსკი - ამ 33-დან ყველა პარტია არ არის, ზოგი პოლიტიკური ინდმეწარმეა, ბევრი ჩანან, ხალხის ყურადღება რომ მიიპყრონ

ამ 33-დან ყველა პარტია არ არის, ზოგი პოლიტიკური ინდმეწარმეა, ბევრი ჩანან, ხალხის ყურადღება რომ მიიპყრონ, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ, გაერთიანებული ოპოზიციის დღევანდელ შეხვედრასა და მემორანდუმის გაფორმებაზე საუბრისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ოპოზიცია პოლიტიკურ სუბიექტთა გაერთიანებაა, რომელიც ქვეყანას დესტაბილიზაციას ჰპირდება.

„გასათვალისწინებელია, რომ ამ 33-დან რამდენიმე პარტიაა და დანარჩენი პოლიტიკური ინდმეწარმეა. რაოდენობით ბევრი ჩანან, ამით ხალხის ყურადღების მიპყრობა სურთ. მათ გამაერთიანებელი რაც აქვთ, ეს არის დესტრუქციის, არეულობის მცდელობა და ამას თავის განცხადებებშიც ადასტურებენ. ცალკეული მათგანი კრიზისთან დაკავშირებით თავისუფლად საუბრობს და მთავარი მიზანი და მისწრაფება პრაქტიკულად გამოდის, რომ სახელმწიფოში არ უნდა იყოს სტაბილური ხელისუფლება. გუშინ ეს პარტიები ზოგნი კრემლის აგენტებს ეძახის ერთმანეთს და ზოგნი კიდევ დასავლეთის მონებს. ეს გაერთიანება არის პოლიტიკურ სუბიექტთა გაერთიანება, რომელიც ქვეყანას ჰპირდება დესტაბილიზაციას, დესტრუქციას და მადლობა ღმერთს, რომ „ქართულ ოცნებას“ არ აქვს აუცილებლობა კოალიციურ შემადგენლობაში ჰყავდეს ასეთი პოლიტიკური სუბიექტები. ვფიქრობთ, რომ საზოგადოებაც სწორად შეაფასებს ამ ვითარებას და სწორ არჩევანს გააკეთებს სტაბილურობის სასარგებლოდ“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.

გაერთიანებულმა ოპოზიციამ არჩევნებთან დაკავშირებით შექმნილ მემორანდუმს ხელი მოაწერა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თბილისი პრაიდი: "ოცნებამ" სცადა, ქვიარ ადამიანები საზოგადოებრივი ცხოვრებიდან გავექრეთ
SJC: 17 მაისი საქართველოში „ოჯახის“ იდეის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაციის სიმბოლური დღეა
ელენე ხოშტარია - ხალხის სიმრავლე და ვერც დრო, ვერ წაშლის 2013 წლის 17 მაისს ჩადენილ ბოროტებას
შიო მესამე - თუ ოჯახში ტრიალებს მძიმე ცოდვა, ისეთი როგორიც არის, მაგალითად, აბორტი, მაშინ ბედნიერებას ვერ ააშენებ, განწირულია ასეთი ოჯახი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics