2020-08-24 14:59:04, 1657 ნახვა
საზოგადოება
სასამართლომ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული 11 პირი პატიმრობაში დატოვა
მცხეთის რაიონულმა სასამართლომ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული 11 პირი პატიმრობაში დატოვა.
დღევანდელ პროცესზე, ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვის საკითხზე იმსჯელეს.
ბრალდებულებს გამოძიება ძალადობას, ძალადობის ორგანიზებას და თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას ედავება.
აღნიშნული პირები ბრალს არ აღიარებენ.
შეგახსენებთ, რომ შაქარაშვილის საქმეზე ამავე ბრალდებით კიდევ ექვსი არასრულწლოვანია დაკავებული, რომელთა საქმის განხილვაც ცალკე წარმოებად მიმდინარეობს.
ავტორი: ექსპრესნიუსი,