2020-08-22 19:44:41, 16963 ნახვა
ომი უკრაინაში
აზერბაიჯანში კორონავირუსის 184 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ხოლო 3 გარდაიცვალა
აზერბაიჯანში 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 184 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და კორონავირუსით სამი ადამიანი გარდაიცვალა.
ინფორმაციას ადგილობრივი მედია ქვეყნის ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.
ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში „კოვიდ-19“-ის 35 105 შემთხვევაა დაფიქსირებული, ხოლო გარდაცვლილთა რიცხვმა 515-ს მიაღწია.
აზერბაიჯანში ვირუსისგან 32 842 ადამიანი განიკურნა.
ამ დროისთვის, ქვეყნის საავადმყოფოებში 1 738 კოვიდინფიცირებული მკურნალობს.
ავტორი: ექსპრესნიუსი,