|
2020-08-22 10:36:56, 1532 ნახვა
სამართალი
პოლიციამ თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით 5 პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ქობულეთის რაიონული და სასაზღვრო პოლიციის ოპერატიულ-საგამოძიებო მთავარი სამმართველოების თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, წარსულში ნასამართლევი პირები: 1992 წელს დაბადებული გ.გ., 1980 წელს დაბადებული კ.ს., 1990 წელს დაბადებული გ.გ., 1981 წელს დაბადებული გ.ქ. და 1984 წელს დაბადებული ა.მ. წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „გამოძიებით დადგინდა, რომ 1992 წელს დაბადებულმა გ.გ-მ, კ.ს- სთან და გ.გ -სთან ერთად, წარსულში არსებული უთანხმოების გამო, შურისძიების მოტივით, 1983 წელს დაბადებულ ო.კ - ს, თბილისში, მისსავე დროებით საცხოვრებელ სახლში ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, რის შემდეგაც აღნიშნულმა პირებმა ცივი იარაღის მუქარით თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს ო.კ.-ს და ა.მ.-ს მართვის ქვეშ მყოფი ავტომობილით ქობულეთში ჩაიყვანეს. ამის შემდეგ, ბრალდებულებმა ო.კ. გადასვეს გ.ქ.-ს მფლობელობაში არსებულ ავტომობილში და ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კვირიკეს მიმართულებით წაიყვანეს, რა დროსაც აღნიშნული ავტომობილი სამართალდამცველებმა შეაჩერეს. პოლიციამ დანაშაულში მონაწილე ოთხი პირი - გ.გ., კ.ს., გ.ქ. და გ.გ. ადგილზე, ხოლო ა.მ. რამდენიმე საათში დააკავა. სამართალდამცველებმა ორივე ავტომობილი, ასევე დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღეს. წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით ანდა ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით ჩადენილ თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში დრონის რეკორდული დარტყმის შემდეგ 400-ზე მეტი რეისი გაუქმდა
ეპისკოპოსი გიორგი - აზარტული თამაშები სასოწარკვეთილების, ვალებისა და ტრაგედიის წყაროდ იქცევა. ჩემი ღრმა შეშფოთებაა
ხაბეიშვილი ელენე ხოშტარიაზე - უამრავი თავისუფლებაზე მყოფი ინატრებდა მის ასეთ უშიშარ ხასიათს
ხოშტარია - ოცნება როგორც ჩემს ჯანმრთელობაზე, ასევე თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობის დაზიანებაზე, აუცილებლად აგებენ პასუხს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)