|
2020-08-22 10:34:17, 1496 ნახვა
საზოგადოება
კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირების შესახებ მორიგი შეხვედრა გაიმართა
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით, „საქართველოში კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირების შესახებ“ პროექტის ფარგლებში, ცნობიერების ამაღლებისა და განათლების თემატური სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა. პროგრამის საერთაშორისო ექსპერტმა, რუთ სობრინო გომესმა დაინტერესებულ მხარეებს კომუნიკაციისა და ცნობიერების ამაღლების სტრატეგია წარუდგინა. განათლების ექსპერტმა, რუსუდან თევზაძემ კი, ჯგუფის წევრებს საგანმანათლებლო მასალები გააცნო, რომლებიც განკუთვნილია სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების, გადაწყვეტილებების მიმღები პირებისთვის და ეკოკლუბებისთვის. შეხვედრას სხვადასხვა არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები დაესწრნენ, რომლებმაც ბუნებრივი საფრთხეების კატასტროფების მართვის ფარგლებში განხორციელებული საგანმანათლებლო აქტივობების შესახებ პრეზენტაცია წარადგინეს. მასალების გაცნობის შემდეგ, მონაწილეებმა იმსჯელეს მათი გამოყენების სხვადასხვა მეთოდსა და მიდგომებზე. ასევე, ყურადღება გამახვილდა კლიმატის ცვლილებით გამოწვეულ შვიდ საფრთხეზე, რომელსაც პროგრამა მოიცავს, კერძოდ, გვალვა, სეტყვა, წყალდიდობა, ღვარცოფი, მეწყერი, ხანძარი და ძლიერი ქარი. პროგრამა „საქართველოში კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება“ საქართველოს და შვედეთის მთავრობების, კლიმატის მწვანე ფონდის (GCF), შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) დაფინანსებით და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით მიმდინარეობის. პროექტის საგანმანათლებლო და ცნობიერების ამაღლების კომპონენტს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი ახორციელებს.
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
კირცხალია ივანიშვილის წარმომადგენელთა სხდომაზე - განვიხილეთ ჩინეთთან ურთიერთობა და სხვა პოლიტიკური საკითხები
ღარიბაშვილი სხდომების დახურვაზე -ჩრდილოვანი მართლმსაჯულების მკაფიო მაგალითია
ბრალი წარედგინა მასწავლებელს, რომელიც 30 წლის წინ, 7 წლის დაზარალებულზე სექსუალურად ძალადობდა - საფარი
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)