09:49 - 19 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-08-21 16:41:23, 1798 ნახვა

საზოგადოება
დღგ-ის რეფორმის გაცნობის მიზნით, მეწარმეებთან სამუშაო შეხვედრები გრძელდება

დღგ-ის ახალი რეფორმის გაცნობის მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინიციატივით, სხვადასხვა რეგიონში გრძელდება სამუშაო შეხვედრები მეწარმე  სუბიექტებთან. დიალოგის ფორმატში, მორიგი შეხვედრა რუსთავში რეგისტრირებულ მეწარმეებთან გაიმართა.

დღგ-ის ახალი რეფორმა გააუმჯობესებს საგადასახადო ადმინისტრირების პროცესს, ასევე დაამკვიდრებს, საუკეთესო ევროპულ პრაქტიკას, რომელიც ხელს შეუწყობს თანამშრომლობას საქართველოსა და ევროკავშირში რეგისტრირებულ მეწარმეებს შორის. ამასთან, ქართული და ევროპული დღგ-ის, შესაბამისობა გააუმჯობესებს საინვესტიციო გარემოს, ხოლო გამარტივებული საგადასახო ვალდებულებების შესრულებით შემცირდება სადავო შემთხვევები.

მოქალაქეთა მომსახურების რუსთავის სერვისცენტრში შეკრებილ მეწარმეებს,  შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილემ მამუკა ბარათაშვილმა  დღგ-ის ახალი რეფორმის შესახებ, მომზადებული პრეზენტაცია წარუდგინა და მათ მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხა.

სამუშაო ფორმატში გამართულ შეხვედრას,  შემოსავლების სამსახურის საგადასახადო და საბაჟო მეთოდოლოგიის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე შალვა კოპალეიშვილი და იურიდიული დეპარტამენტის უფროსი ლევან წითელაშვილი ესწრებოდნენ.

აღნიშნული სახის საინფორმაციო შეხვედრები, გადასახადის გადამხდელებთან საქართველოს სხვადასხვა რეგიონში აქტიურად გაგრძელდება.

ვრცელი ინფორმაცია აღნიშნული ცვლილებების შესახებ, განთავსებულია შემდეგ ბმულზე:

https://www.rs.ge/6608





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
სი ძინპინმა ტრამპს განუცხადა, რომ პუტინმა შესაძლოა „ინანოს“ უკრაინაში შეჭრა - Financial Times
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
„გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტას“ ახალი კამპანია საგზაო უსაფრთხოების კულტურის გასაძლიერებლად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics