|
2020-08-21 12:32:27, 1940 ნახვა
საზოგადოება
საქართველოში ჩაღლარის კიდევ ერთი სკოლა დახურეს
მთავრობა ჩაღლარის საგანმანათლებლო დაწესებულებებზე შეტევას აგრძელებს. ამჟამად, ავტორიზაცია რუსთავის შოთა რუსთაველის ასხელობის სკოლა-ლიცეუმს გაუუქმეს. როგორც სკოლის ადვოკტი, მარიამ ჩიქოვანი აღნიშნავს, ეს გადაწყვეტილება ძალიან ბევრ ეჭვს აჩენს და ჩაღლარის დაწესებულებების მიმართ მიზანმიმართული ანტიკამპანია მიმდინარეობს. 2017 წლის თებერვალში ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე, ამ ქსელში შემავალი კიდევ ერთი, ბათუმის რეფადინ შაჰინის სახელობის მეგობრობის სკოლა-ლიცეუმი დაიხურა, ამავე წლის აგვისტოში ავტორიზაცია გაუუქმდა თბილისში მოქმედ დემირელის კოლეჯსაც. ჩაღლარის საგანმანათლებლო დაწესებულებებს თურქი სასულიერო მოღვაწის, ფეთჰულა გიულენის სახელს უკავშირებენ, რომელსაც პრეზიდენტი ერდოღანის ბრალად 2016 წელს თურქეთში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობას სდებს. ამის საფუზველზე თურქეთის ხელისუფლებამ გიულენთან ასოცირებული ასობით საგანმანათლებლო დაწესებულება დახურა. როგორც ადვოკატი ჩიქოვანი აღნიშნავს, რუსთავის სკოლა-ლიცეულმს აკრედიტაცია 2023 წლამდე ჰქონდა, თუმცა 2020 წლის დასაწყისში დაწესებულებას აკრედიტაცია გაურკვეველი მიზეზებით გაუუქმეს. „პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ რუსთავის სკოლას ავტორიზაცია 2017 წელს აქვს მინიჭებული, რომელიც ძალაში 2023 წლამდე იყო, ანუ სკოლას ზოგადად ექვსწლიანი ავტორიზაცია ენიჭება, ავტორიზაციის ყველა პირობებს აკმაყოფილებდა და საგანმანათლებლო საქმიანობის ლიცენზია შესაბამისად მიიღო. „თუმცა 2020 წლის თებერვალში სკოლაში მონიტორინგის ჯგუფი და ექსპერტები შემოვიდნენ, ძირითადად მონიტორინგის მიზანი არის ხოლმე, რომ ექსპერტებმა სკოლის საქმიანობა შეამოწმონ და შესაბამისი რჩევები და რეკომენდაციები მისცენ, ანუ ეს ავტორიზაციის მინიჭების, ან გაუქმების მონიტორინგი არაა, თუმცა ამ ექსპერტების დასკვნის დადების შემდეგ, რომელიც წესით რეკომენდაციებს უნდა მოიცავდეს, დასკვნაში რაღაც მცირედი აბსოლუტურად უმნიშვნელო ხარვეზები ჩაიწერა, ან ისეთი, რომელიც გამოსწორებას ძალიან ადვილად ექვემდებარებოდა, მაგალითისთვის სკოლის საპირფარეშოში ტუალეტის სახელური არ იყო და მსგავსი ასეთი ტექნიკური საკითხები. „შემდეგ მაისის თვეში როდესაც უკვე პანდემია და ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა იყო, „ზუმის" საშუალებით ავტორიზაციის საბჭოს სხდომა ჩატარდა, თვითონ ეს სხდომა ძალიან არაობიექტურად არასამართლიანად იყო ჩატარებული, რადგან სკოლის წარმომადგენლებს თავიანთი პოზიციის დაფიქსირების საშუალება საერთოდ არ მიეცათ, ასეთი ფორმატით გაიმართა, რომ ექსპერტებმა თავის დასკვნა წარმოადგინეს და ავტორიზაციის საბჭომ ყველანაირი დამატებითი შეკითხვების გარეშე და მტკიცებულებების უგულებელყოფის საფუძველზე, სკოლისთვის ავტორიზაციის გაუქმების გადაწყვეტილება მიიღო. „პირველი ის იყო, რომ თვითონ მონიტორინგის მიზანი ავტორიზაციის გაუქმება არაა (თუ მნიშვნელოვანი დარღვევები არაა), მეორე ის, რომ სხდომა ჩატარებულ იქნა თვითონ ადმინისტრაციულ ორგანოს რა პრინციპებიც აქვს, მხარეთა თანასწორობის, პოზიციის გამოხატვის, ობიექტურობის პრინციპების დარღვევით და ასეთი გადაწყვეტილება მიიღეს. „ავტორიზაციის საბჭოს დიდი პრაქტიკა არსებობს, ჩვენ ბოლო წლების პრაქტიკას გავეცანით, ბოლო 3-4 წლის მანძილზე მსგავსი სახის დარღვევებზე თუ ხარვეზებზე (თუ ამას დარღვევებს დავარქმევთ) არცერთი სკოლისთვის აკრედიტაცია არ გაუუქმებიათ, შეიძლება გამოსწორებისთვის მიეცათ შენიშვნა, რეკომენდაცია, ვადა(ძირითადად 6 თვიანი ვადა) შესაბამისად სკოლის ფუნქციონირებას ხელს არ უშლიან."- აღნიშნა მან. ადვოკატის თქმით, იმის გამო, რომ სკოლას აკრედიტაცია გაუუქმდა, სამსახურისა და განათლების გარეშე 70-მდე პედაგოგი და 230-მდე სკოლის მოსწავლე დარჩა, რომელთა შორის ეროვნული უმცირესობის წარმომადგენლებიც არიან. „ეს სკოლა დაახლოებით 15 წელია არსებობს, ავტორიზაციას ყოველთვის უპრობლემოდ გადიოდა, ქართლის რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერია, მატერიალურ-ტექნიკური-საგანმანათლებლო ბაზით, ამ სკოლაში დიდი პროცენტი ეროვნული უმცირესობებია, ისინი ქართულად სწავლობენ და ქართულ ენას ეუფლებიან, სადღაც 70-მდე პედაგოგია დასაქმებული, ბავშვები კი ალბათ 230-მდეა, ანუ საკმაოდ დიდი, წარმატებული და ფუნქციური სკოლაა, რომელიც წლების მანძილზე მთელი შიდა ქართლის ტერიტორიაზე ფაქტიურად შეუცვლელია. „ეს გადაწყვეტილება ძალიან ბევრ ეჭვს გვიჩენს იმიტომ, რომ ვიცით ალბათ, რომ 2017 წლიდან ჩაღლარის დაწესებულებების მიმართ მიზანმიმართული ანტიპიარკამპანიაა, დაახლოებით რვა საგანმანათლებლო დაწესებულებიდან ხუთი დახურეს, მათ შორის დემირელის კოლეჯი, რომელსაც ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა, ბათუმის შაჰინის სკოლა, შავი ზღვის უნივერსიტეტტან დაკავშირებით როგორი სიტუაცია იყო, თუმცა ამ უნივერსიტეტს ავტორიზაცია საბოლოოდ მაინც გაუგრძელდა."- თქვა მან. ადვოკატის განცხადებით სკოლის პოზიციაა, რომ თუ განათლების სამინისტროს სააპელაციო საბჭოში შეიტანილი საჩივარი არ დაკმაყოფილდა, გადაწყვეტილებას უკვე სასამართლოში გაასაჩივრებენ. „ეს ყოველგვარ საფუძველს მოიკლებული რაღაც მიზანმიმართული კამპანიაა, რომელიც, ჩვენი აზრით, ჩაღლარის საგანმანათლებლო დაწესებულებების საერთოდ გაუქმებას ისახავს მიზნად, გასაჩივრებული გვაქვს, საჩივარი განათლების სამინისტროს სააპელაციო საბჭოში შევიტანეთ და სხდომას ველოდებით, რომელიც უნდა ჩატარდეს. „რადგან უკვე სასწავლო წლის დასასრული ნიყო, ამ ბავშვებმა სწავლა დაასრულეს, თუ სასწავლო წლის დაწყებამდე ეს საკითხი არ გადაწყდა, მაშინ ამ ბავშვებს სხვა სკოლებში გადასვლა მოუწევთ, თუმცა ძალიან ბევრმა ბავშვმა უკვე საბუთების გადატანა დაიწყო იმიტომ, რომ ასეთ საეჭვო ვითარებაში სწავლა გაგრძელდება თუ არა არ იციან, ცალკე ამ ბავშვების უფლებების შელახვაა, რომლებიც გამართული რესუსებით სრულყოფილ განათლებას იღებდნენ, თვითონ მშობლებისა და მოსწავლეების მხრიდან ძალიან დიდი პროტესტი და უკმაყოფილება მოჰყვა. „ჩემი ინფორმაციით, მასწავლები ძალიან უკმაყოფილოები არიან, რადგან აქ სამუშაო და ანაზრაურების პირობები ძალიან ნორმალური იყო,არის მასწავლებლების ნაწილი, რომლებიც ძალიან აქტიურად იბრძვის, ისინი სკოლას ყველანაირად გვერდში უდგანან, თუმცა თუ გაუქმება ძალაში დარჩა, არ ვიცი ისინი რა გადაწყვეტილებას მიიღებენ. „სკოლის პოზიციაა, რომ თუ განათლების სამინისტრომ საჩივარი არ დააკმაყოფილა, განაწყვეტილება აუცილებლად სასამართლოში იქნება გასაჩივრებული, ბრძოლას ბოლომდე ნამდვილად აპირებენ. „კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი ისაა, რომ სხდომა როდესაც ზუმის მეშვეობით ჩატარდა, სამწუხაროიდ ამისი არც ვიდეო, არც აუდიოჩანაწერი არ არსებობს,უბრალოდ სხდომის ოქმია გამოქვეყნებული, სადაც გადაწყვეტილებაზე არანაირი დასაბუთება არაა, არის ჩამოყალიბებული ექსპერტების პოზიცია, შემდეგ გაკვრით ორი წინადადება სკოლზე და შემდეგ მჯელობა კი არაა, რომ ხარვეზი არის თუ არა საფუძველი იმისა, რომ დარღვევად ჩაითვალოს, არამედ პირდაპირ კენჭისყრაა და გაუქმების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილებაა, ანუ რატომაა გაუქმებული ამის დასაბუთება ბოლომდე ჩვენ არც ვიცით. „თუ ეს საქმე ყველა პრინციპის დაცვით, სამართლებრივად იქნება განხილული, რა თქმა უნდა საქმე ჩვენს სასარგებლოდ უნდა იქნას მიღებული, ჩვენ იმედს არ ვკარგავთ იმიტომ, რომ „შავი ზღვის უნივერსიტეტის" შემთხვევაში, ხალხის მხარდაჭერამ, სამართლებრივი პოზიციის სიმყარემ განაპირობა ის, რომ ამ უნივერსიტეტის ავტორიზაცია შევინარჩუნეთ, შესაბამისად ვთვლით, რომ ბრძოლას აზრი აქვს. „სკოლის საკითხთან დაკავშირებით, ყველა არასამთავრობო ორგანიზაცია ჩართული გვყავს, ჩვენი მასალები ასევე სახალხო დამცველის ოფისშიცაა წარმოებაში მიღებული და ამ საქმეში სახალხო დამცველიც ჩაერთვება," - განაცხადა ჩიქოვანმა „რეზონანსთან". შეგახსენებთ, რომ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს, რომელიც ასევე ჩაღლარის საგანმანათლებლო დაწესებულებების რეგიონალურ ქსელს წარმოადგენს, 2018 წელს სტუდენთა მიღების უფლება 1 წლის ვადით შეეზღუდა, უნივერსიტეტი აცხადებდა, რომ გადაწვეტილება უსამართლო იყო, რადგან უნივერსიტეტის დაწესებულებას 2018 წლის 20 აგვისტოს ავტორიზაცია 6 წლის ვადით მიენიჭა, თუმცა ამავე დროს, საბჭომ გადაწყვეტილება მიიღო და უნივერსიტეტს 2019 წლის 20 აგვისტომდე სტუდენტთა ნაკადის მიღება შეუჩერა. უნივერსიტეტთან დაკავშირებული მოვლენები საზოგადოებაში დიდ ეჭვს ბადებს, რომ ეს პოლიტიკურად მოტივირებულია, 2016 წლის 16 ივლისს, თურქეთის გენერალურმა კონსულმა იასინ თემიზქანმა განაცხადა, რომ ბათუმში მდებარე შაჰინის სკოლა-ლიცეუმისა და სხვა სკოლების ტერორისტულ ორგანიზაციებთან კავშირის გამო, აპირებს მიმართოს საქართველოს მთავრობას ამ სკოლების დახურვის მიზნით. მაშინდელი განათლების მინისტრის ალექსანდრე ჯეჯელავას თქმით, შაჰინის სკოლის საკითხი პრემიერ-მინისტრის თურქეთში ვიზიტისას უმაღლეს დონეზე განიხილებოდა, თუმცა 2016 წლის სექტემბერში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში, გამოკითხვის მიზნით, „შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის", „დემირელის სახელობის კერძო კოლეჯისა" და დემირელის სახელობის კერძო კოლეჯის მიერ დაფუძნებული სასწავლებლების ხელმძღვანელები დაიბარეს,ამის პარალელურად კი აღნიშნულ დაწესებულებებში საგადასახადო შემოწმება მიმდინარეობდა. 2017 წლის 8 თებერვალს შემოსავლების სამსახურის განცხადების საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებით: ,,შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის", „დემირელის სახელობის კერძო კოლეჯის", "ჩაღლარის საგანმანათლებლო დაწესებულების, ქალაქ რუსთავის შოთა რუსთაველის სახელობის სკოლა-ლიცეუმის" და ასევე, სასწავლებლების დამფუძნებლების, იუსუფ ალთაშის, იაშარ შიმშექისა და ჯიჰან აქინის ქონებებს ყადაღა დაედო. დემირელის სახელობის კოლეჯის მენეჯერი მუსტაფა ემრე ჩაბუქი ქართველმა სამართალდამცავებმა 2017 წლის მაისში თბილისში დააკავეს.ჩაბუქს ბრალად შეიარაღებული ტერორისტული ორგანიზაციის წევრობა ედებოდა, მის გადაცემას საქართველოსგან თურქეთის ხელისუფლება ითხოვდა, მენეჯერმა ბრალი არ აღიარა და 9-თვიანი წინასაექსტრადიციო პატიმრობის შემდეგ, 19 თებერვალს გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.
სი ძინპინმა ტრამპს განუცხადა, რომ პუტინმა შესაძლოა „ინანოს“ უკრაინაში შეჭრა - Financial Times
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
„გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტას“ ახალი კამპანია საგზაო უსაფრთხოების კულტურის გასაძლიერებლად
|
რედაქტორის რჩევით
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
ომი უკრაინაში
რუსეთის ძალებმა დნეპრისა და ოდესის საცხოვრებელ შენობებს იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც 20 ადამიანი დაშავდა
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)