03:41 - 18 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-08-21 12:09:08, 968 ნახვა

პოლიტიკა
„ევროპული საქართველოს“ ინფორმაციით, მთავრობა არჩევნებზე საერთაშორისო დამკვირვებლების შეზღუდული რაოდენობით მოწვევას გეგმავს

„ევროპული საქართველოს“ ინფორმაციით, მთავრობას სურს არჩევნებზე საერთაშორისო დამკვირვებლები შემცირებული რაოდენობით მოიწვიოს.

აღნიშნულის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, სერგი კაპანაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, ხელისუფლებამ უკვე დაიწყო მოსყიდვის სხვადასხვა პროგრამების  ამოქმედება.

„განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო დამკვირვებლები საქართველოში ჩამოვიდნენ და არავის არ შეექმნას პრობლემა და შეფერხება. წინა არჩევნების პრაქტიკით ვიცით, რომ ზოგჯერ რამდენიმე ათასი დამკვირვებელი ჩამოსულა, ხოლო ეუთოს პრაქტიკაა, რომ რამდენიმე ასეულ დამკვირვეველს აგზავნის და ცდილობს, მაქსიმალურად იყოს წარმოდგენილი აქ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს დამკვირვებლები საქართველოში ჩამოვიდნენ და არავის შეექმნას შეფერხება.

ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ მთავრობას სურს, დამკვირვებლების რაოდენობა იყოს მცირე. ისინი იმალებიან კორონაკრიზისის და პანდემიის უკან და იმედი აქვთ, რომ დამკვირვებლების რაოდენობა, შესაბამისად, იქნება მცირე.

ჩვენ უკვე კარგად ვხედავთ, თუ რა დაიწყო ხელისუფლებამ - უკვე დაიწყო მოსყიდვის სხვადასხვა პროგრამის ამოქმედება და როგორც ჩანს, აპირებს, რომ ეს ტემპი კიდევ გააძლიეროს წინ. ბუნებრივია, რაც უფრო ნაკლები დამკვირვებელი იქნება, რაც უფრო ნაკლები საერთაშორისო ორგანიზაცია აღნუსხავს ამ დარღვევებს, მით უკეთესი არის მათთვის“, - განაცხადა სერგი კაპანაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თბილისი პრაიდი: "ოცნებამ" სცადა, ქვიარ ადამიანები საზოგადოებრივი ცხოვრებიდან გავექრეთ
SJC: 17 მაისი საქართველოში „ოჯახის“ იდეის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაციის სიმბოლური დღეა
ელენე ხოშტარია - ხალხის სიმრავლე და ვერც დრო, ვერ წაშლის 2013 წლის 17 მაისს ჩადენილ ბოროტებას
შიო მესამე - თუ ოჯახში ტრიალებს მძიმე ცოდვა, ისეთი როგორიც არის, მაგალითად, აბორტი, მაშინ ბედნიერებას ვერ ააშენებ, განწირულია ასეთი ოჯახი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics