19:47 - 04 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-08-20 17:24:44, 2188 ნახვა

ეკონომიკა
დაგროვებითი პენსიით 423-მა ადამიანმა ისარგებლა

20 აგვისტოს მონაცემებით, დაგროვებული პენსიით 423-მა ადამიანმა ისარგებლა.

ამის შესახებ ინფორმაციას საპენსიო სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, საპენსიო ასაკის შესრულების საფუძვლით 201-მა მონაწილემ, საზღვარგარეთ მუდმივ საცხოვრებლად გადასვლის გამო ერთმა პირმა, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე სტატუსის საფუძვლით 177-მა ადამიანმა, ხოლო მემკვიდრის უფლებით 44-მა მოქალაქემ ისარგებლა.

როგორც სააგენტოში აღნიშნავენ, საპენსიო სქემაში ჩართულთა რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება და თვის განმავლობაში საშუალოდ 9000-ზე მეტია. ამ დროისთვის, სააგენტოში მილიონზე მეტი მოქალაქეა რეგისტრირებული. მთლიანი თანხა კი 926 მილიონ ლარს შეადგენს, აქედან, 74 მილიონ ლარამდე საპენსიო დანაზოგებზე დარიცხული სარგებელია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სააკაშვილი- მელია რომელიც ერთ დროს ჩემს მზეს რომ ფიცულობდა, ახლა ის დერეფანში ჩემს ყოველ ჩავლაზე მთელი ხმით უშვერ დედის გინებებს აღავლენს ხოლმე, ჩემი მიმართულებით
პროკურატურა - „ასავალ-დასავალის“ რესპონდენტის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ოპოზიციის სამი წევრი დაიკითხა
რუსული დრონი კიევში СБУ-ს მთავარ ოფისს დაეჯახა
პროკურორი ბიზნესმენ თამაზ ელიზბარაშვილისთვის ბრალდების გამკაცრებას არ გამორიცხავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics