22:30 - 09 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-08-20 14:39:00, 1014 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი ვაშაძე - თუ „ნაციონალური მოძრაობა“ ისანში მაჟორიტარობის კანდიდატს დამიყენებს, აუცილებლად დავამარცხებ

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, თუ „ნაციონალური მოძრაობა“ ისანში მაჟორიტარობის კანდიდატს დაუყენებს, აუცილებლად დაამარცხებს.

მისივე თქმით, ის საპარლამნტო არჩევნებში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატსაც დაამარცხებს.

„მე სიტყვის კაცი ვარ და ჩემ მიერ დადებულ შეთანხმებებს ყოველთვის ვასრულებ. ანალოგიური მოლოდინი მაქვს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისგანაც“. იმ შემთხვევაში, თუ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ სურს შეთანხმების დარღვევა და ჩვენი საერთო მიზნის - დამსხვრეული ოცნებების პარტიის დასრულების მაგივრად ჩემთან კონკურენციაში შემოსვლა, ეს მათი გადაწყვეტილებაა. მე დავამარცხებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ისნის კანდიდატს, რათა შემდეგ დავასრულოთ დამსხვრეული ოცნებების პარტია, დავიწყოთ ქვეყნის აღმშენებლობა და დავამარცხოთ სიღარიბე“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ცნობისთვის, გუშინ, 19 აგვისტოს პოლიტსაბჭოს სხდომაზე „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ გიორგი ვაშაძისთვის კონკურენტის დაყენებაზე იმსჯელეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ღარიბაშვილი სხდომების დახურვაზე -ჩრდილოვანი მართლმსაჯულების მკაფიო მაგალითია
ბრალი წარედგინა მასწავლებელს, რომელიც 30 წლის წინ, 7 წლის დაზარალებულზე სექსუალურად ძალადობდა - საფარი
გერმანიას შესაძლოა პირველი ქალი პრეზიდენტი ეყოლოს
ტრამპი: ვინმეს სერიოზულად სჯერა, რომ ეს „არჩევნები“ სამართლიანი იყო?
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics