2020-08-19 12:09:44, 1146 ნახვა
საზოგადოება
მტკვარში ახალგაზრდა მამაკაცს ეძებენ
მტკვარში ახალგაზრდა მამაკაცს ეძებენ.
როგორც „ექსპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, სამძებრო სამუშაოებში 9-კაციანი სამაშველო ჯგუფი ჩაერთო.
„არსებობს ვარაუდი, რომ ახალგაზრდა მამაკაცი შესაძლოა მტკვარში იყოს, ამიტომ დილიდან სამძებრო სამუშაოებში 9-კაციანი სამაშველო ჯგუფი, 2 მყვინთავი სპეციალური დანადგარით - ექოლოტი ჩაერთო, რომელიც ახდენს ფსკერის სკანირებას“, - აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.
ავტორი: ექსპრესნიუსი,