03:41 - 18 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-08-19 00:12:54, 1038 ნახვა

პოლიტიკა
გოგი მეშველიანი - დმანისი ყოველთვის იყო ჩვენი ქვეყნის ერთერთი მთავარი კარიბჭე

„დმანისი ყოველთვის იყო ჩვენი ქვეყნის ერთერთი მთავარი კარიბჭე“, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“  დმანისის მაჟორიტარობის კანდიდატმა, გოგი მეშველიანმა განაცხადა.

„მოგესალმებით მეგობრებო, მივესალმები დმანისის საზოგადოებას.

დმანისი ყოველთვის იყო ჩვენი ქვეყნის ერთერთი მთავარი კარიბჭე. ძალიან დიდი ისტორია და კულტურაა აქ თავმოყრილი. დმანისის ნაქალაქარში რამდენიმე აღსარების ისტორიული რელიგიური ძეგლია თავმოყრილი და ეს ყველაფერი ნათლად მიუთითებს, რომ აქ არის ძალიან დიდი თანაცხოვრების ისტორია და ეს ყველაფერი არის ნიმუში იმისა, თუ როგორ ცხოვრობდნენ ჩვენს ქვეყანაში სხვადასხვა რელიგიის და აღმსარებლობის ადამიანები და ამ ყველაფერს დღესაც უნდა გაგრძელება, განვითარება, რამაც  საფუძველი უნდა ჩაუყაროს ჩვენი ქვეყნის მომავალ წარმატებას.

ქართული ოცნების გუნდს ძალიან ბევრი  აქვს გაკეთებული თითოეული ჩვენგანი რეგიონისთვის, მათ შორის დმანისისთვის. ბატონმა გიორგი გახარიამ აქ აღნიშნა, რომ ჩვენ სულ ახლახან მივიღეთ მივიღეთ კანონი მთის შესახებ,  რომელიც იყო სამთავრობო და საპარლამენტო გუნდის ერთობლივი შრომის  შედეგი და ამ კანონის საფუძველზე დმანისის მუნიციპალიტეტს უკვე სრულად მიენიჭა  მაღალმთიანი დასახლებების   სტატუსი, ანუ ბოლო ცხრა დასახლებული პუნქტი, რომელსაც არ ჰქონდა ეს სტატუსი ამ კანონის მიღების შემდეგ ისარგებლებს ყველა იმ შეღავათით და ბენეფიტით, რომელიც გათვალისწინებულია და დამეთანხმებით ეს ძალიან მნიშვნელოვანი საქმეა იმისათვის, რომ აქ მცხოვრებმა ადამიანებმა წარმატებით გააგრძელონ ცხოვრება და მოღვაწეობა.

დმანისი ძალიან ბევრი მიმართულებით დაფინანსდა სხვადასხვა სახელმწიფო ფონდებიდან,  მათ შორის  სოფლის მეურნეობის განვითარების მიმართულებით,  ინფრასტუქტურის განვითარების მიმართულებით   და შეიძლება ითქვას, რომ ძალიან ბევრი საქმეა გადაწყვეტილი. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი საკმარისი არ არის. ძალიან ბევრი საკითხი გვაქვს კიდევ გადასაწყვეტი და მე გპირდებით, რომ 2020-2024 წელი იქნება განსაკუთრებული მუნიციპალიტეტისთვის და მე გპირდებით ამას იმიტომ, რომ წარმოვადგენ ძალიან დიდ და ძლიერ გუნდს, რომელსაც ბევრი სასიკეთო საქმე აქვს ჩვენი ქვეყნისთვის, ამ მუნიციპალიტეტისთვის, ჩვენი რეგიონისთვის გაკეთებული და კიდევ ძალიან ბევრს გავაკეთებთ.

ჩვენ  აქტიურად ვიმუშავებთ იმისათვის, რომ აქ ახალგაზრდებს შევუწყოთ ხელი.  ის  კულტურული ტრადიციები, რომელიც დმანისს ყოველთვის ახასიათებდა კიდევ უფრო განვავითაროთ  და ვიმუშაოთ  სპორტის განვითარების მიმართულებით და ადგილობრივ სპორტსმენებს კიდევ მეტად ჰქონდეთ თავის წარმოჩენის საშუალება.

ძალიან აქტუალურია დმანისში სასოფლო-სამეურნეო მიწების ხელმისაწვდომობის საკითხი და ამ მიმართულებითაც, თქვენ იცით, რომ დაწყებულია მიწის სისტემური რეგისტრაცია. მე  პრემიერ - მინისტრისგან ვიცი, რომ უახლოესი  სამი წლის განმავლობაში ეს საკითხი სიღრმისეულად გადაწყდება და რა თქმა უნდა  ეს შეეხება დმანისსაც და ყველა ის პრობლემა, რომელსაც ჩვენი ფერმერები აწყდებიან იქნება საბოლოდ აღმოფხვრილი. რა თქმა უნდა, ეს ის საკითხებია, რომელზეც ძალიან  ბევრი მუშაობა მოგვიწევს ყველას ერთად. მე   ამ გამოწვევების მისაღებად მზად ვარ. ეს არის ის ნიშა, რომელზეც მე  შემიძლია ხმამაღლა ვთქვა, რომ არ მაშინებს იმიტომ, რომ მთელი ჩემი ცხოვრება ვშრომობდი და უახლოესი ოთხი წლის განმავლობაშიც გპირდებით, რომ  დავიხარჯები ბოლომდე იმისთვის, რომ დმანისი იყოს ერთერთი გამორჩეულად წარმატებული მუნიციპალიტეტი.

მე მჯერა იმის, რომ ჩვენ ყველა ერთად გავიმარჯვებთ ამ არჩევნებში და ძალიან ბევრ სასიკეთო საქმეს გავაკეთებთ ქვეყნისათვის და დმანისისთვის. უღრმესი მადლობა ყველას“ , -  განაცხადა გოგი მეშველიანმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
თბილისი პრაიდი: "ოცნებამ" სცადა, ქვიარ ადამიანები საზოგადოებრივი ცხოვრებიდან გავექრეთ
SJC: 17 მაისი საქართველოში „ოჯახის“ იდეის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაციის სიმბოლური დღეა
ელენე ხოშტარია - ხალხის სიმრავლე და ვერც დრო, ვერ წაშლის 2013 წლის 17 მაისს ჩადენილ ბოროტებას
შიო მესამე - თუ ოჯახში ტრიალებს მძიმე ცოდვა, ისეთი როგორიც არის, მაგალითად, აბორტი, მაშინ ბედნიერებას ვერ ააშენებ, განწირულია ასეთი ოჯახი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics