22:30 - 09 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-08-18 23:56:38, 1058 ნახვა

პოლიტიკა
„ქართული ოცნების“ ლიდერებმა ხატისოფელში, სამაცივრე მეურნეობა დაათვალიერეს

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, „ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ და ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა გოგი მეშველიანმა, ხატისოფელში, სამაცივრე მეურნეობა დაათვალიერეს.

 

„ქართული ოცნების" ლიდერებს სამაცივრე მეურნეობის მფლობელმა გია კორძაძემ განხორციელებული ინვესტიციის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და აღნიშნა, რომ მეურნეობაში 30 სამუშაო ადგილია შექმნილი.

 

სოფელ ხატისოფელში სამაცივრე მეურნეობა ერთიანი აგროპროექტის ფარგლებში შეიქმნა და განხორციელებული ინვესტიციის ჯამური მოცულობა 1 მლნ ლარზე მეტია. სამაცივრე მეურნეობა ასევე სარგებლობს „შეღავათიანი აგროკრედიტით", რომლის მოცულობა 500 000 ლარია.

 

სამაცივრე მეურნეობას 790 ტონა ბოსტნეულის შენახვა შეუძლია, რომლის რეალიზაცია ადგილობრივ ბაზარზე ხორციელდება.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ღარიბაშვილი სხდომების დახურვაზე -ჩრდილოვანი მართლმსაჯულების მკაფიო მაგალითია
ბრალი წარედგინა მასწავლებელს, რომელიც 30 წლის წინ, 7 წლის დაზარალებულზე სექსუალურად ძალადობდა - საფარი
გერმანიას შესაძლოა პირველი ქალი პრეზიდენტი ეყოლოს
ტრამპი: ვინმეს სერიოზულად სჯერა, რომ ეს „არჩევნები“ სამართლიანი იყო?
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics