|
2020-08-18 18:35:07, 1093 ნახვა
სამართალი
თამარ ბაჩალიაშვილის მშობლები შსს-ს გენინსპექციაში გამოკითხვაზე იმყოფებიან
თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით მისი მშობლები შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოკითხვაზე იმყოფებიან. ბაჩალიაშვილის მამის, ჯუმბერ ბაჩალიაშვილის თქმით, შეხვედრაზე უნდა განიხილონ ერთ-ერთი პოლიციელის მიერ ნათქვამი ფრაზა, რომელმაც მის მეუღლეს სატელეფონო საუბრისას უთხრა, რომ „მათი შვილი მაგარ შარშია“. „უნდა გამომკითხონ იმასთან დაკავშირებით, რაც ბაჭულაშვილმა მითხრა - შენი გოგო ძალიან დიდ შარშია გახვეულიო. ეს ჩემმა მეუღლემაც გაიგო და მოსული ვართ გენინსპექციაში. ვნახოთ, რას იტყვიან. ველოდები. დიდი ხანია, არანაირი რეაგირება არ ყოფილა. თვითონვე დამიკავშირდნენ გენინსპექციიდან დღევანდელ გამოკითხვასთან დაკავშირებით. აქამდე არ გამოვკითხულვარ ამ თემაზე. სულ ვიძახდი, რატომ არ გაინტერესებთ, თუ რის გამო მითხრა ამ პიროვნებამ ასე, რომ დავურეკე, ბაჭულაშვილმა მითხრა, შენი გოგო ძალიან დიდ შარშია გახვეულიო და მაგასთან დაკავშირებით. ეს მეუღლემაც გაიგო და მოსული ვართ ახლა გენინსპექციაში, ვნახოთ, რას იტყვიან ამაზე. ამას ველოდებით დიდი ხანია, არაფერი რეაგირება ამაზე დღემდე არ ყოფილა. ველოდებით რა იქნება“, - განაცხადა ჯუმბერ ბაჩალიაშვილმა. შეგახსენებთ, რომ თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ის 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა.
მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში დრონის რეკორდული დარტყმის შემდეგ 400-ზე მეტი რეისი გაუქმდა
ეპისკოპოსი გიორგი - აზარტული თამაშები სასოწარკვეთილების, ვალებისა და ტრაგედიის წყაროდ იქცევა. ჩემი ღრმა შეშფოთებაა
ხაბეიშვილი ელენე ხოშტარიაზე - უამრავი თავისუფლებაზე მყოფი ინატრებდა მის ასეთ უშიშარ ხასიათს
ხოშტარია - ოცნება როგორც ჩემს ჯანმრთელობაზე, ასევე თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობის დაზიანებაზე, აუცილებლად აგებენ პასუხს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)