|
2020-08-18 16:11:25, 1061 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი გახარია - „ქართული ოცნების“ გუნდის ყურადღების ცენტრში ყოველთვის იქნება ადამიანი
პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, „ქართული ოცნების“ გუნდის ყურადღების ცენტრში ყოველთვის იქნება ადამიანი. მისივე თქმით, ბავშვებს ძლიერი განათლების სისტემა უნდა ჰქონდეთ, თუმცა განათლების რეფორმას წლები სჭირდება. „ყველაფრის მიუხედავად, „ქართული ოცნების“ გუნდის ყურადღების ცენტრში ყოველთვის იქნება ადამიანი. ადამიანი, რომლის მსახურებაც საქართველოს სახელმწიფოსთვის უნდა იყოს ძირითადი მიზანი. ჩვენს ბავშვებს უნდა ჰქონდეს ძლიერი განათლების სისტემა და ამიტომ, ჩვენ კიდევ უფრო გავაძლიერებთ განათლების სისტემის რეფორმირების სისწრაფეს. თუმცა, ყველას უნდა გვესმოდეს, რომ განათლების რეფორმას დასჭირდება წლები. ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ ჩვენს ღვაწლმოსილ მოხუცებზე, იმიტომ, რომ ისინი არიან ის ადამიანები, რომლებმაც შრომით წლები შესწირეს ჩვენს ქვეყანას და მათ უნდა შეეძლოთ, ღირსეულად იცხოვრონ და გაატარონ თავიანთი მოხუცებულობა და ჰქონდეთ შესაბამისი ჯანდაცვის სისტემა. რა თქმა უნდა, ჩვენ ყველას ერთად უნდა გვქონდეს სამართლიანი პირობები იმისთვის, რომ ვიშრომოთ ისე, რომ ღირსეულად ვარჩინოთ ჩვენი ოჯახები“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)