10:29 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-08-18 14:36:34, 1058 ნახვა

სამართალი
პროკურატურამ ქვემო ფონიჭალის დასახლებაში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზე პ.გ.-ს ბრალდება წარუდგინა

პროკურატურამ თბილისში, ქვემო ფონიჭალის დასახლებაში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზე, რამაც  ოთხი ადამიანის გარდაცვალება გამოიწვია, პ.გ-ს ბრალდება წარუდგინა.

ინფორმაცია „ექსპრესნიუს“ გენერალურმა პროკურატურამ მიაწოდა.

შეგახსენებთ, რომ დადასტურებული ინფორმაციით, 15 აგვისტოს, ღამის საათებში, ქვემო ფონიჭალის დასახლებაში, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა პ.გ-მ ვერ უზრუნველყო საგზაო მოძრაობის  წესების დაცვა და ყოველგვარი  ხელისშემშლელი პირობების გარეშე, მისი მართვის ქვეშ მყოფი ავტომობილით დაეჯახა გაჩერებულ ავტომანქანას  და მის უკან მდგომ ქვეითებს:  მ.მ-ს, ე.ა-ს, რ.ა-ს, ა.მ-ს, ა. მ-ს,  ე.ა-სა და ე.მ-ს, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად ე.ა. და ე.მ. შემთხვევის ადგილზე, ხოლო ა.მ. და მ.მ. საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალნენ, სხვა დაშავებულები  მოთავსებული არიან სამედიცინო დაწესებულებაში.

სამართალდამცველებმა პ.გ.  16 აგვისტოს დააკავეს.

მას ბრალდება  საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეცხრე ნაწილით (ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა იმ პირის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, ჩადენილი ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ)  და 128-ე მუხლით (განსაცდელში მიტოვება) 18 აგვისტოს წარედგინა.

პროკურატურამ  ბრალდებულ პ.გ-სთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების თაობაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს უკვე მიმართა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ყოფილი ცოლი არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით სცემა, კაცი დააკავეს
პოლონეთის საგარეო უწყება აცხადებს, რომ ეთერში ქართული ტელეარხი გაუშვა დეზინფორმაციასთან საბრძოლველად
CNN: ტრამპი სკეპტიკურად უყურებს ირანის ახალ სამშვიდობო წინადადებას
დიდი ბრიტანეთის მეფე შეერთებულ შტატებში ჩავიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics