2020-08-15 11:35:11, 15491 ნახვა
ომი უკრაინაში
სომხეთში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 196 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 3 ადამიანი
სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 196 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, - აღნიშნულ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
ვირუსის გავრცელებიდან დღემდე, სომხეთში კოვიდ19-ით 41 495 ადამიანი დაინფიცირდა.
ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ვირუსით სამი ადამიანი გარდაიცვალა. როგორც სომხეთის დაავადებათა კონტროლის ცენტრში აცხადებენ, კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 817-ს შეადგენს.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან