2020-08-14 10:25:02, 937 ნახვა
საზოგადოება
დიდუბეში, საცხობში აფეთქება მოხდა
დიდუბეში, საცხობში აფეთქების შედეგად ორმა თანამშრომელმა საშუალო სიმძიმის დამწვრობა მიიღო. ისინი კლინიკაში არიან გადაყვანილები.
როგორც „ექსპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, შემთხვევას მსხვერპლი და ნგრევა არ მოჰყოლია.
ამ დროისთვის სიტუაცია უკვე სტაბილურია.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან