2020-08-12 15:09:03, 1023 ნახვა
საზოგადოება
გიორგი გახარია - სწავლის გადადების და არჩევნების თარიღის ცვლილების საფუძველი არ არსებობს
პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია აცხადებს, რომ არ არსებობს საფუძველი სკოლებში სწავლის გადადების.
მისივე თქმით, არც არჩევნების თარიღის ცვლილება იგეგმება.
„დღეის მდგომარეობით არანაირი პირობა იმისთვის, რომ სწავლა გადაიდოს და 15 სექტემბრიდან ბავშვებმა საკლასო ოთახებში არ დაიწყონ განათლების მიღება, არ არსებობს, ისევე როგორც, არ არსებობს არანაირი საფუძველი არჩევნები თარიღის ცვლილებებზე საუბრის“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან