|
2020-08-10 11:25:22, 994 ნახვა
პოლიტიკა
კახა კალაძე - კახეთი ძალიან მალე იქნება კიდევ უფრო ძლიერი, ლაღი და მდიდარი მხარე
კახეთი ძალიან მალე იქნება კიდევ უფრო ძლიერი, ლაღი და მდიდარი მხარე, ამას ყველა ერთად შევძლებთ, - ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება ,,ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს" გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ განაცხადა. მისი თქმით, კახეთს ყოველთვის გადამწყვეტი წვლილი შეჰქონდა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. „ჩეთვის დიდი პატივი, დიდი პასუხისმგებლობაა წარვსდგე თქვენს წინაშე ამ ძირძველ, სატახტო ქალაქში და პასუხსიმგებლობას კიდევ უფრო მიმძაფრებს საქართველოს ისტორიით გაჯერებული ეს გალავნის ულამაზესი კედლები. კახეთი ყოველთვის იყო და დღესაც არის საქართველოს ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი ძალა - ლაღი, მშრომელი ადამიანებით დასახლებულ ამ მშვენიერ და სტუმართმოყვარე მხარეს, ყოველთვის გადამწყვეტი წვლილი შეჰქონდა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. ომიანობის ჟამს კახეთი ფარივით იცავდა საქართველოს აღმოსავლელი დამპყრობლებისგან, მშვიდობიანობის ჟამს კი პურს, ღვინოსა და ლხინს არ აკლებდა ქვეყანას. ყველაზე საოცარი და მაგარი ის არის, რომ ამის სურვილს და მზაობას, დღემდე კითხულობ თითოეული კახელი კაცის თვალებში. ვერავითარმა ძნელბედობამ ვერ შეუცვალა კახელებს ბუნება, ვერ ააღებინა ხელი საკუთარ ცხოვრების წესზე, სამშობლოს ერთგულებაზე, რადგან კახელი ადამიანი ძლიერ ფესვზე დგას, ფესვზე რომელიც კიდევ ბევრ ეპოქას გამოიცვლის, მაგრამ თავის ბუნებას არასდროს, რადგან ეს ის არის, რითიც აქამდე მოსულა, ეს არის ის, რაც აწურინებს კახელს მსოფლიოში საუკეთესო ღვინოს და ეს ის არის, რითაც მთელი საქართველო ვამაყობთ. ასე იყო 2012 წელსაც, როდესაც უსამართლობამ, ხალხის აბუჩად აგდებამ და დამცირებამ, ყველა წყობიდან გამოგვიყვანა; როდესაც ხელისუფლებას რთველი კი არ ახარებდა, აშინებდა და როდესაც კახელს ვაზის გაჩეხვისკენ მოუწოდებდა. მაშინ, ყველა მივხვდით, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლებოდა და ასეც მოხდა, ქართველი ხალხის ერთობამ, ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით, გაიმარჯვა უსამართლობაზე და ამაში კახეთმა საქართველოს სხვა კუთხეებთან, სხვა რეგიონებთან ერთად განსაკუთრებული წვლილი შეიტანა. ჩვენ ერთად შევძელით ქვეყანა მშვიდობიანი განვითარების გზაზე დაგვეყენებინა. გლეხის შრომისთვის ფასი დაგვებრუნებინა, ვაზის გაჩეხვის ნაცვლად, ვაზის გაშენებისთვის შეგვეწყო ხელი. სახელმწიფომ სოფლის მეურნეობის და მეწარმეობის ხელშემწყობი პროგრამები აამოქმედა და ერთად შევცვალეთ ბევრი რამ უკეთესობისკენ. ამის დასტურია ახალი ღვინის ქარხნები, ჰექტრობით გაშენებული ახალი ვენახები ახალი სასტუმროები, რომლებიც კახელმა ხალხმა თავისი დაუზარელი შრომით და ხშირ შემთხვევაში, სწორედ სახელმწიფოს თანადგომით და თანადაფინანსებით შექმნა და რომლისკენაც არა მხოლოდ მთელი თბილისი და საქართველო მოისწრაფის, არამედ უკვე თითქმის მთელს მსოფლიოშიც გაითქვა სახელი. რა თქმა უნდა, ყველაფერი კარგად და იდეალურად არ არის, ამის ილუზია არავის არ აქვს, ქვეყანაში გვაქვს პრობლემები, გამოწვევები, მაგრამ ეს ყველაფერი აუცილებლად უნდა გადავლახოთ. დამერწმუნეთ, ამ გამოწვევებს, თქვენს მაჟორიტარ დეპუტატთან ერთად, სახელისუფლებო გუნდის მხარდაჭერით და თანადგომით ჩვენ ძალიან მალე დავძლევთ. კახეთი, ძალიან მალე, იქნება კიდევ უფრო ძლიერი, კიდევ უფრო ლაღი და კიდევ უფრო მდიდარი მხარე და ამას, ჩვენ ყველა ერთად შევძლებთ. ერთად ვიბრძოლოთ კახეთის და მთლიანად საქართველოს წარმატებისთვის“, - განაცხადა კალაძემ.
თბილისი პრაიდი: "ოცნებამ" სცადა, ქვიარ ადამიანები საზოგადოებრივი ცხოვრებიდან გავექრეთ
SJC: 17 მაისი საქართველოში „ოჯახის“ იდეის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაციის სიმბოლური დღეა
ელენე ხოშტარია - ხალხის სიმრავლე და ვერც დრო, ვერ წაშლის 2013 წლის 17 მაისს ჩადენილ ბოროტებას
შიო მესამე - თუ ოჯახში ტრიალებს მძიმე ცოდვა, ისეთი როგორიც არის, მაგალითად, აბორტი, მაშინ ბედნიერებას ვერ ააშენებ, განწირულია ასეთი ოჯახი
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)