" />
00:09 - 18 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-08-08 15:58:29, 2751 ნახვა

პოლიტიკა
დიმიტრი მედვედევი აგვისტოს ომზე - 2008 წელს რუსეთმა ნაძირლების ქმედებებს უპასუხა

რუსეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, დიმიტრი მედვედევი 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომს სოციალურ ქსელში ეხმაურება.

როგორც მედვედევი წერს, 2008 წლის აგვისტოს რუსეთმა ნაძირლების ქმედებებს უპასუხა და ეს ომი საქართველოს მაშინდელი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დანაშაულებრივ ქმედებებზე პასუხი იყო.

მისივე განცხადებით, მან იმ დროს მიიღო ძალიან რთული, მაგრამ ერთადერთი გადაწყვეტილება.

„დღეს 12 წელი შესრულდა, რაც ჩვენმა ქვეყანამ უპასუხა მაშინდელი საქართველოს პრეზიდენტის დანაშაულებრივ ქმედებას. უპასუხა ნაძირლების ქმედებებს, რომლებმაც გასცეს ბრძანება გაეხსნათ ცეცხლი მშვიდობიანი მოქალაქეების სახლებში, დაუცველი მოხუცებისა და ბავშების წინააღმდეგ, რუსეთის მშვიდობისმყოფელების წინააღმდეგ, რომლებიც უზრუნველყოფდნენ მშვიდობას როგორც მსოფლიოში, ასევე საქართველოში.

ცხადია, საკითხი შეეხებოდა რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ ომის დაწყებას. ამიტომ მაშინ მე მივიღე რთული, მაგრამ ერთადერთი შესაძლო გადაწყვეტილება - დავმდგარიყავი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დასაცავად, მათი აგრესიისგან დასაცავად, შემდეგ კი, მათი მოქალაქეების მოთხოვნით, მეღიარებინა მათივე დამოუკიდებლობა. წინააღმდეგ შემთხვევაში ამიერკავკასია იქცეოდა დენთის კასრად, რომელიც რუსეთისთვის მიუღებელი იქნებოდა, რადგან მეზობელ სახელმწიფოებში მშვიდობის მცველი სწორედ რუსეთია.

რუსეთი ყოველთვის დგას და იდგება, მშვიდობისა და სტაბილურობისთვის მეზობელ სახელმწიფოებში. თითოეული ჩვენი გადაწყვეტილება და ნაბიჯი განპირობებულია სწორედ ამით, აბსოლუტურად გულწრფელი სურვილით. ამასთან, რუსეთი და ეს ყველას კარგად უნდა ახსოვდეს, არასდროს არ დაუშვებს ჩვენს მოქალაქეებზე თავდასხმას, სადაც არ უნდა ხდებოდეს ეს. ჩვენი პასუხი, ვითარების გათავლისწინებით, ყოველთვის ადეკვატური იქნება, სტაბილურობისა და უსაფრთხოების კუთხით, როგორც ჩვენს ქვეყანაში ასევე დანარჩენ მსფოლიოში, - წერს დიმიტრი მედვედევი.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
თბილისი პრაიდი: "ოცნებამ" სცადა, ქვიარ ადამიანები საზოგადოებრივი ცხოვრებიდან გავექრეთ
SJC: 17 მაისი საქართველოში „ოჯახის“ იდეის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაციის სიმბოლური დღეა
ელენე ხოშტარია - ხალხის სიმრავლე და ვერც დრო, ვერ წაშლის 2013 წლის 17 მაისს ჩადენილ ბოროტებას
შიო მესამე - თუ ოჯახში ტრიალებს მძიმე ცოდვა, ისეთი როგორიც არის, მაგალითად, აბორტი, მაშინ ბედნიერებას ვერ ააშენებ, განწირულია ასეთი ოჯახი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics