|
2020-08-06 18:32:31, 2903 ნახვა
საზოგადოება
მერიის პროექტ „თბილისი ჩვენი სახლიას“ ფარგლებში, გაბრიელ სალოსის გამზირის N37-ე კორპუსზე შშმ პირებისთვის სპეციალური ლიფტი დამონტაჟდა
თბილისის მერიის პროექტი „თბილისი ჩვენი სახლიას“ ფარგლებში, ისნის რაიონში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის N37-ე კორპუსზე შშმ პირებისთვის განკუთვნილი სპეციალური ლიფტი დამონტაჟდა. მერიის ინფორმაციით, ლიფტი შენობის გარე პერიმეტრზე განთავსდა, რადგან შენობაში ლიფტის მონტაჟი შეუძლებელი იყო. „ეს ისანია, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის N37-ე კორპუსი. ერთი შეხედვით ჩვეულებრივი თბილისური კორპუსი, თავისი ყოფითი პრობლემებით და ყოველდღიური საზრუნავით. როგორც ყველა შენობას, მასაც იქ მცხოვრები ადამიანების სახელი ჰქვია. ჩვენთვის ეს მამუკას კორპუსია“, – აღნიშნულია მერიის ინფორმაციაში. მათვე ცნობით, მამუკა კვაჭანტირაძე 48 წლისაა, იგი შეზღუდული შესაძლებლობების მქონეა, დაავადებულია სპინალური ამოტროფიით. „მამუკა რამდენიმე წელია ქუჩაში არ გამოსულა, რადგან ეტლით მოსარგებლეა და მის ოთხსართულიან საცხოვრებელ კორპუსს ლიფტი არ გააჩნდა. დღემდე ყველა საჭირო კვლევა, ანალიზი, ექიმის მომსახურება მას სახლში უტარდებოდა, რაც ოჯახისთვის დამატებით ხარჯებთან იყო დაკავშირებული. სპეციალისტებმა კორპუსის შიდა პერიმეტრი შეისწავლეს. აღმოჩნდა, რომ ლიფტის მონტაჟი ტექნიკურად შეუძლებელი იყო, მაგრამ გამოსავალი მაინც მოიძებნა – ისნის რაიონის გამგეობამ შეისყიდა შშმ პირებისთვის განკუთვნილი სპეციალური ლიფტი, რომელიც კორპუსის ფასადზე, მამუკას საცხოვრებელი ბინის აივანთან დამონტაჟდა და პირადად მას მოემსახურება. როდესაც ლიფტით სარგებლობის დატესტვა შევთავაზეთ, მივხვდით, რას ნიშნავს მისთვის საკუთარ ქალაქში დაბრუნება. აინტერესებს ყველაფერი- როგორ შეიცვალა თბილისი, რა სიახლეებია, რამდენად ადაპტირებულია ქალაქი. დღეიდან მამუკა ქალაქში გასვლას შეძლებს, ჩვენ ისევე ვღელავთ, როგორც ის. ეს ისანია, რაიონი, სადაც ადამიანებს ერთმანეთზე ზრუნვა აძლიერებთ“, – აღნიშნულია თბილისის მერიის ინფორმაციაში.
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
PSP კორეული ბრენდმა „COSRX“ Europe, Middle East and Africa რეგიონის საუკეთესო პარტნიორად აღიარა
კობახიძე დანიაში ადამიანის უფლებებზე დარდობს და ევროპის ლიდერებისგან აინტერესებს თუ მოსწონთ კოპენჰაგენში აქციის დაშლა
კობახიძე ურსულა ფონ დერ ლაიენს, ანტონიუ კოშტას და რობერტა მეცოლას ღია წერილით მიმართავს
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
რუსეთის ძალებმა დნეპრისა და ოდესის საცხოვრებელ შენობებს იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც 20 ადამიანი დაშავდა
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)