2020-08-06 14:18:41, 2108 ნახვა
პოლიტიკა
რომან გოცირიძე დახმარების ახალ პროგრამაზე - ესაა ამომრჩევლის პირდაპირი მოსყიდვა
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძე მოქალაქეების დახმარების ახალ პროგრამას ამომრჩევლის პირდაპირ მოსყიდვას უწოდებს.
გოცირიძე აღნიშნავს, რომ მოსახლეობისთვის დახმარების გაწევა სახელმწიფოს მიერ აღებული 5 მილიონი ლარით უნდა განხორციელდეს.
„ესაა ამომრჩევლის პირდაპირი მოსყიდვა. ჩვენივე ფულით, 5 მილიონი ლარი ავიღეთ ვალად და ხალხის გადასახდელი ფულით, საქართველოს ხელისუფლება მანიპულაციას ეწევა“, - განაცხადა გოცირიძემ.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან