12:50 - 19 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-08-05 13:01:55, 2205 ნახვა

საზოგადოება
ავტომინი - დააზღვიე ის, რაც გჭირდება

ავტოდაზღვევა ერთ-ერთი ყველაზე საჭირო და სასარგებლო სადაზღვევო პროდუქტია, თუმცა მისი შეძენისგან ხშირად ავტომანქანის მფლობელები თავს იკავებენ. მიზეზი კი სხვადასხვაა - ზოგი ფიქრობს, რომ  დაზღვევა ძვირია, ზოგს მიაჩნია, რომ იდეალური მძღოლია და ავარია არასდროს მოუვა, რატომ გადაიხადოს ზედმეტად? ზოგს სულ არ აშინებს სტიქიური მოვლენები და სეტყვა, იქნებ არც არასდროს მოყვეს სეტყვაში და ა.შ. მიზეზი მრავალია. თუმცა უკვე არსებობს ერთი იდეალური სადაზღვევო ნაკრები - ავტომინი, რომელიც შეგიძლიათ ინდივიდუალურად თქვენს საჭიროებებზე მოირგოთ და მხოლოდ ის რისკები დააზღვიოთ, რასაც ყველაზე მეტად უფრთხით. მაშ ასე, რისგან გვაზღვევს ავტომინი?

რას მოიცავს ნაკრები ავტომინი

თიბისი დაზღვევა ყველა ავტომფლობელს სრულიად ახალ და უნიკალურ სადაზღვევო ნაკრებს სთავაზობს. ნაკრები ავტომინი მინიმალურ ფასად, თვეში 10 ლარიდან დაგაზღვევთ იმ ავტოსაგზაო შემთხვევებისგან, რომელიც სხვისი ბრალეულობითაა მომხდარი. თუ ავტოავარია სხვამ გამოწვია და თქვენი ბრალი იქ არაფერია, მაშინ ეს სადაზღვევო ნაკრები ნამდვილად გამოგადგებათ.

მძღოლები, როგორც წესი, ყველაზე მეტად ავარიას უფრთხიან, თუმცა ხშირად ფიქრობენ, რომ თავად გამოცდილი მძღოლები არიან და საკუთარი მიზეზით ავარია არ მოუვათ. ავტომინის ნაკრებით თქვენ აზღვევთ სხვისი მიზეზით გამოწვეული ავტოსაგზაო შემთხვევის დროს წარმოქმნილ გაუთვალისწინებელ ხარჯებს. რაც შეეხება ლიმიტებს, თვეში 10 ლარად თქვენ ანაზღაურების 5 000 ლარიანი ლიმიტი გექნებათ, ხოლო თუ თვეში 15 ლარს გადაიხდით, ლიმიტი 10 000 ლარამდე გაგეზრდებათ.

ავტომინი ყველაზე მოქნილი და მოსახერხებელი  ნაკრებია,  სადაც საშუალება გაქვთ თვითონ  განსაზღვროთ რისგან გსურთ დაზღვევა და რისკების სია თქვენი ინტერესების გათვალისწინებით შეადგინოთ. თქვენ თავისუფალი ხართ არჩევანში, დაამატეთ მხოლოდ თქვენთვის მნიშვნელოვანი რისკები  - ყველა ერთად ან ცალ-ცალკე. ტარიფები კი ყველასთვის ხელმისაწვდომია -

  • თვეში 5 ლარად შეძლებთ თქვენი ავტომობილი ხანძრის, აფეთქების, საგნების დაცემის, ვანდალიზმისა და ქურდობისგან დააზღვიოთ.
  • თვეში ასევე 5 ლარად საშუალება გექნებათ  საქარე მინის დაზიანება დააზღვიოთ.
  • სტიქიური მოვლენებისგან (მათ შორის სეტყვისა და მიწისძვრისგან) გამოწვეული ზიანის დაზღვევაც თვეში 5 ლარი ეღირება.

ავტომინის ნაკრებით  სხვისი ბრალეულობით მომხდარი ავარიის გარდა, საკუთარი ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევაც შეგიძლიათ. თუ გსურთ თქვენი მიზეზით მომხდარი ავსტოსაგზაო შემთხვევის შედეგებიც დააზღვიოთ, მაშინ ნაკრები კიდევ უფრო უნდა განავრცოთ და აირჩიოთ მესამე პირისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების სასურველი ლიმიტი - 5 000 ლარი ან 10 000 ლარი, ავტომინის ნაკრების ფასიც შესაბამისად 5 ან 10 ლარით მოიმატებს.

როგორ შევიძინოთ ნაკრები ავტომინი

ავტომინის დაზღვევის შეძენა შეუძლია ნებისმიერ ადამიანს, რომელიც 21-დან 65 წლამდე ასაკისაა და აქვს მართვის მოწმობა. ნაკრების შეძენას ონლაინ, თიბისი დაზღვევის ვებგვერდზე შეძლებთ. ამისათვის სულ რამდენიმე წუთი დაგჭირდებათ, მარტივ ფორმულარს ონლაინ რეჟიმში შეავსებთ. მასში მიუთითებთ დასაზღვევი ავტომობილის მონაცემებს, აირჩევთ სასურველ დაფარვებს და განსაზღვრავთ ანაზღაურების ლიმიტებს. სადაზღვევო პოლისის გასააქტიურებლად ასევე საჭიროა ავტომობილის სურათების წარდგენა. ამისათვის დაზღვევის ოფისში ფიზიკურად მოსვლა საჭირო არაა, თქვენ შეგიძლიათ სურათები ყველაზე მეგობრულ ჩათ ბოტს - ბი ბოტს გაუგზავნოთ.

ყველაფერი გენიალური მარტივია - ირჩევთ სასურველ რისკებს, სასურველ ლიმიტს და თავად განსაზღვრავთ ავტოდაზღვევის ბიუჯეტს. რაც მთავარია - ავტომინი უფრანშიზო დაზღვევაა. ეს კი ნიშნავს, რომ დაზღვევით გათვალისწინებულ ხარჯებს თიბისი დაზღვევა თქვენი თანამონაწილეობის გარეშე, სრულად აანაზღაურებს.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
ცენზურის დაწესებისას, შსს-ს შეეძლება, თავად შეაგროვოს ინფორმაცია, ან საჯარო ინფორმაციის საფუძველზე წამოიწყოს კონკრეტული საქმეები
მდინარაძე იქნება მსოფლიოს ისტორიის პირველი facebook პოსტებთან მებრძოლი გენერალი - გახარია საქართველოსთვის
კობახიძე - იყო კონკრეტული ექსცესები, რომლებმაც ჩრდილი მიაყენა ჩვენს ხელწერას 2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის მოვლენების დროს
სახალხო დამცველისთვის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსსა სს კოდექში შეტანილი ცვლილებეი პრობლემურია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics