12:50 - 19 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-08-05 12:59:56, 2408 ნახვა

საზოგადოება
რა რისკებს აზღვევს ქონების დაზღვევა

ჩვენი საცხოვრებელი ბინა, მისი ღირებულების მიუხედავად, ჩვენთვის ძვირფასი ადგილია. როგორ დავიცვათ საიმედოდ ჩვენი უძრავი ქონება? ამისთვის ბინის დაზღვევა არსებობს, რომელიც ყოველთვის სწორი გადაწყვეტილებაა. ამ წინდახედული ნაბიჯით ჩვენი საცხოვრებელი ადგილი დაზღვეული იქნება ყველაზე ხშირად გავრცელებული რისკებისგან, ჩვენ კი თავიდან ავირიდებთ იმ მოულოდნელ ფინანსურ დარტყმას, რაც, როგორც წესი,  ბინის შესაძლო დაზიანებას მოჰყვება ხოლმე.

უძრავი ქონების ყველა მფლობელს გააზრებული აქვს, რომ რემონტის, ავეჯის თუ ტექნიკის დაზიანება დიდ დანახარჯს უკავშირდება. თუმცა თუ ჩვენ ამ რისკებს სანდო და გამოცდილ სადაზღვევო კომპანიას გადავაბარებთ, შევძლებთ, რომ მშვიდად და კომფორტულად განვაგრძოთ ცხოვრება ჩვენს საცხოვრებელ გარემოში.

რას აზღვევს თიბისი დაზღვევა

თიბისი დაზღვევა მომხმარებელს ქონების დაზღვევისთვის სრულყოფილ ნაკრებს სთავაზობს და მასში ყველა იმ რისკს მოიცავს, რამაც შეიძლება უძრავი ქონება დააზიანოს.  ნაკრების პირობებით, დაზღვევა ვრცელდება როგორც რემონტზე, ასევე ფართში განთავსებულ ავეჯსა და საყოფცხოვრებო ტექნიკაზე. ეს ყველაფერი კი ხელმისაწვდომ ფასად, თვეში 10 ლარიდანაა შესაძლებელი.

უძრავი ქონების სადაზღვევო ნაკრებით დაზღვეული გექნებათ შემდეგი რისკები:

  • მეზობლისგან შემოსული წყლით ქონების დაზიანება ან განადგურება;
  • კანალიზაციის ან წყალგაყვანილობის მწყობრიდან უეცარი გამოსვლით მიყენებული ზიანი;
  • ელ. გაყვანილობის და გათბობის სისტემების მწყობრიდან უეცარი გამოსვლით მიყენებული ზიანი;
  • ხანძარი და აფეთქება;
  • სტიქიური მოვლენები;
  • ქურდობა შეღწევით, ძარცვა, ყაჩაღობა, ვანდალიზმი.

ასეთი შემთხვევები ყოველთვის დიდ ფინანსურ ზიანს იწვევს, მოულოდნელი ხარჯებისთვის კი მუდმივად მზად არავინაა. საუკეთესო გამოსავალი ქონების დაზღვევაა, რომლითაც მიყენებული ზიანი აგვინაზღაურდება.

უძრავი ქონების გაქირავების შემთხვევაში, აღნიშნული სადაზღვევო ნაკრები დაგიზღვევთ დამქირავებლის მიერ გამოწვეულ დაზიანებასაც. თუ დაზღვეულ ფართს აქირავებთ, ამ შემთხვევაში ნაკრების ღირებულება თვეში 12 ლარიდან დაიწყება.

როგორ შევიძინოთ ქონების დაზღვევა

ქონების სადაზღვევო ნაკრების შეძენას თიბისი დაზღვევის ციფრულ პლატფორმაზე შეძლებთ. ვებგვერდზე განთავსებულია კალკულატორი, რომელიც დაგეხმარებათ თავად დაითვალოთ ნაკრების საერთო ღირებულება. მის ფასს კი ორი საკითხი განსაზღვრავს - აქირავებთ თუ არა დასაზღვევ ქონებას და რამდენია დასაზღვევი ფართის კვადრატულობა. ამ მონაცემების შეყვანის შემდეგ, სისტემა ავტომატურად დაგითვლით თქვენი ნაკრების ღირებულებას. დაზღვევის შესაძენად დაგჭირდებათ ფართის მფლობელის პირადი ნომერი, დაბადების თარიღი და მისამართი.

რაც შეეხება ანაზღაურების პირობებს, ხელშეკრულებით განსაზღვრულია ლიმიტები როგორც რემონტის, ასევე ტექნიკისა და ავეჯის დაზიანებისთვის. მაგალითად, რემონტის დაზიანების შემთხვევაში, კვადრატულ მეტრზე 300 ლარამდე თანხას მიიღებთ, ხოლო ავეჯისა და ტექნიკის დაზიანებისას, 20 000 ლარამდე ზარალი ანაზღაურდება. ზიანის შეფასებისა და დათვლის შემდეგ, საერთო თანხის 5% იქნება ფრანშიზა ანუ თანხა, რომელსაც თქვენ აანაზღაურებთ.

სადაზღვევო ნაკრების ყველა პირობა ვრცლადაა მოცემული თიბისი დაზღვევის მულტიფუნქციურ ვებგვერდზე, სადაც მშვიდ გარემოში, აუჩქარებლად შეძლებთ ყველა პირობის გულდასმით გაცნობას და გადაწყვეტილების მიღებას. დააზღვიეთ თქვენი ქონება გაუთვალისწინებელი შემთხვევებისგან და დაიცავით თქვენი 





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
ცენზურის დაწესებისას, შსს-ს შეეძლება, თავად შეაგროვოს ინფორმაცია, ან საჯარო ინფორმაციის საფუძველზე წამოიწყოს კონკრეტული საქმეები
მდინარაძე იქნება მსოფლიოს ისტორიის პირველი facebook პოსტებთან მებრძოლი გენერალი - გახარია საქართველოსთვის
კობახიძე - იყო კონკრეტული ექსცესები, რომლებმაც ჩრდილი მიაყენა ჩვენს ხელწერას 2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის მოვლენების დროს
სახალხო დამცველისთვის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსსა სს კოდექში შეტანილი ცვლილებეი პრობლემურია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics