2020-08-04 13:38:12, 2053 ნახვა
საზოგადოება
იმედი მოგვცეს, დაგვეხმარებიან - თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრები საქართველოში აშშ-ს ელჩის წარმომადგენელს შეხვდნენ
გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი 23 წლის პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრები აშშ-ის საელჩოს წარმომადგენელს შეხვდნენ.
როგორც თამარ ბაჩალიაშვილის მამამ, ჯუმბერ ბაჩალიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, საელჩომ მათ იმედი მისცა, რომ დაეხმარება, რათა საქმე მალე გაიხსნას.
"გულთან ახლოს მიიტანეს, მოვუყევით ყველაფერი დეტალურად რაც ხდება და ძაან წუხდნენ, რომ ესეთი რაღაც დაგვემართა. იმედი მოგვცეს, რომ დაგვეხმარებიან, რომ ეს საქმე მალე გაიხსნას". - ამბობს ბაჩალიაშვილი.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან