13:41 - 19 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-08-01 13:36:38, 3000 ნახვა

საზოგადოება
იუსტიციის მინისტრმა წყალტუბოში იუსტიციის სახლის მშენებლობა დაათვალიერა

უახლოეს ხანში იუსტიციის სახლის 450-ზე მეტი სერვისით სარგებლობა უკვე წყალტუბოს მცხოვრებთაც შეეძლებათ. ვიცეპრემიერმა, იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა, წყალტუბოში მშენებარე იუსტიციის სახლის ფილიალი დაათვალიერა და მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო.  იუსტიციის სახლის წყალტუბოს ფილიალის მშენებლობა დასკვნით ფაზაშია გადასული და მომხმარებლის მიღებას მიმდინარე წლის შემოდგომაზე შეუდგება.

წყალტუბოს ფილიალი მესამე იუსტიციის სახლი იქნება, რომელიც იმერეთის რეგიონში გაიხსნება. აღსანიშნავია, რომ რეგიონში, კერძოდ, ქუთაისსა და ხონში, უკვე ფუნქციონირებენ იუსტიციის სახლის ფილიალები. წყალტუბოს იუსტიციის სახლის მშენებლობა არქიტექტორ მიხეილ გიორგობიანის პროექტით ხორციელდება. შენობის ფართი 780 კვადრატული მეტრია.  ტენდერი წყალტუბოს ფილიალის მშენებლობისთვის 2019 წლის ნოემბერში გამოცხადდა.

წყალტუბოს იუსტიციის სახლი ერთ-ერთია იმ სამი ფილიალიდან, რომლებიც 2020 წლის შემოდგომაზე გაიხსნება. ფილიალში დასაქმდება 13 პირი. მშენებლობა მიმდინარეობს, ასევე, ქარელსა და გარდაბანში.

წყალტუბოს იუსტიციის სახლში ქორწინების სახლიც განთავსდება. ამ დრომდე წყალტუბოს მუნიციპალიტეტში ქორწინების საზეიმო სივრცე არ არსებობს, უახლოეს მომავალში კი, ნებისმიერ წყვილს ექნება საშუალება, ქორწინების რეგისტრაცია საზეიმო ცერემონიალის თანხლებით დაგეგმოს დახვეწილი დიზაინის მქონე ქორწინების სახლში, სადაც წყვილებს სპეციალური საქორწინო-სადღესასწაულო დეკორაციით გაფორმებული სივრცე დახვდებათ.

2013 წლიდან დღემდე იუსტიციის სახლებს 12 ახალი ფილიალი შეემატა, რის შედეგადაც 450-ზე მეტი სერვისით კომფორტულ პირობებში სარგებლობა უკვე ზუგდიდის, ფოთის, თიანეთის, ყაზბეგის, ბორჯომის, ლაგოდეხის, ონის, ახალქალაქის, მარტვილის, სენაკის, ხონისა და ბოლნისის მცხოვრებთაც შეუძლიათ.

ამჟამად საქართველოს სხვადასხვა რეგიონში სულ 24 იუსტიციის სახლი ფუნქციონირებს.

არსებობის განმავლობაში იუსტიციის სახლისთვის ჩვეული მაღალი სტანდარტით ყველა ფილიალი ერთად 34 მილიონზე მეტ მომხმარებელს მოემსახურა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კალაძეს არ მოსწონს სიუჟეტი მასზე ამიტომ ცენზურის დაწესებას მხარს უჭერს
კობახიძე დიუშენის მედიკამენტებზე - საუბარია დაახლოებით 50 მილიონზე ყოველწლიურად
გვარამია - კობახიძემ, ერთი შეხედვით, სიგიჟე გააკეთა: ღია წერილით მიმართა ევროკავშირის ლიდერებს. ცხადია, რომ სიგიჟეა, მაგრამ არა ტყუილად ჰაერში გასროლილი
ცენზურის დაწესებისას, შსს-ს შეეძლება, თავად შეაგროვოს ინფორმაცია, ან საჯარო ინფორმაციის საფუძველზე წამოიწყოს კონკრეტული საქმეები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics