14:31 - 19 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-07-31 11:15:50, 2174 ნახვა

საზოგადოება
დაცული ტერიტორიების თანამშრომლებმა პირველადი სამედიცინო დახმარების შესახებ ტრენინგი გაიარეს

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით, იმერეთის მღვიმეების დაცული ტერიტორიების - სათაფლიას  და პრომეთეს ადმინისტრაციის გიდების, რეინჯერებისა და ვიზიტორთა მომსახურების სპეციალისტებისთვის პირველადი სამედიცინო დახმარების საკითხებზე ტრენინგები ჩატარდა.  

კურსი, რომელსაც თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ანატომიური კვლევების ცენტრის დირექტორი, ნეიროქირურგი და პირველადი სამედიცინო დახმარების სერტიფიცირებული საერთაშორისო ტრენერი კონსტანტინე ჩუტკერაშვილი უძღვებოდა, მოიცავდა სხვადასხვა გადაუდებელ სიტუაციაში პირველადი სამედიცინო დახმარების სწრაფად და სწორად გაწევის სწავლებას. ტრენინგი შედგებოდა როგორც თეორიული, ისე მულტიფუნქციურ მანეკენებსა და სიმულატორებზე  შესრულებული პრაქტიკული მეცადინეობებით. სასწავლო კურსი ფოკუსირებული იყო რეინჯერების სამუშაოს სპეციფიკის მიხედვით გათვალისწინებული პირველადი დახმარების თემატიკაზე და მოიცავდა ისეთ საკითხებს, როგორიცაა  საველე პირობებში გულ-ფილტვის არაპირდაპირი მასაჟი, სისხლდენის შეჩერება, თავისა და ხერხემლის ტრავმების, მწერისა და ქვეწარმავლის ნაკბენის პირველადი მკურნალობა და დაშავებულის სწორი ტრანსპორტირება. 

აღნიშნული ტრენინგი მნიშვნელოვანია როგორც თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლების, ისე  ვიზიტორების უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის. გასულ წელს,  დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორთა რაოდენობამ 1 200 000 მიაღწია. ტურისტების რაოდენობით იმერეთის მღვიმეები გამოირჩეოდა.

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს თანამშრომლების შესაძლებლობების გაძლიერება, კვალიფიკაციის ამაღლება და გადამზადებაა, რაც ხელს შეუწყობს მათზე დაკისრებული მოვალეობების წარმატებით განხორციელებას. სამინისტროს და სამინისტროს სისტემაში შემავალი უწყებებისთვის ცენტრში დაგეგმილია ტრენინგები, რომელიც ეტაპობრივად განხორციელდება.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ბაზისბანკის და სამედიცინო ცენტრ ინოვას პარტნიორობა - ინოვაციური რობოტული ქირურგია საქართველოში
კალაძეს არ მოსწონს სიუჟეტი მასზე ამიტომ ცენზურის დაწესებას მხარს უჭერს
კობახიძე დიუშენის მედიკამენტებზე - საუბარია დაახლოებით 50 მილიონზე ყოველწლიურად
გვარამია - კობახიძემ, ერთი შეხედვით, სიგიჟე გააკეთა: ღია წერილით მიმართა ევროკავშირის ლიდერებს. ცხადია, რომ სიგიჟეა, მაგრამ არა ტყუილად ჰაერში გასროლილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics