21:08 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-07-29 11:35:10, 4247 ნახვა

ეკონომიკა
დღგ-ის რეფორმის გაცნობის მიზნით, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლებთან მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლებმა, დღგ-ის ახალი რეფორმის შესახებ, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ხელმძღვანელ პირებთან და წევრი კომპანიების წარმომადგენლებთან სამუშაო ფორმატში შეხვედრა გამართეს.

ევროკავშირის დღგ-ის დირექტივასთან დაახლოების მიზნით, ცვლილებები საგადასახადო კანონმდებლობაში მთავრობისა და ბიზნეს სექტორის მჭიდრო თანამშრომლობის შედეგად შევიდა.

საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკაზე დაფუძნებული დღგ-ის რეფორმა გააუმჯობესებს საინვესტიციო გარემოს, ხელს შეუწყობს ქართველი და ევროპელი მეწარმეების საქმიან თანამშრომლობას,  ასევე გაამარტივებს საგადასახადო ვალდებულებების შესრულებას და კიდევ უფრო მეტად აამაღლებს გადამხდელების ნდობას საგადასახადო ადმინისტრირების მიმართ.

საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით გამართულ შეხვედრაზე, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილემ მამუკა ბარათაშვილმა დღგ-ის ახალი რეფორმის შესახებ მომზადებული პრეზენტაცია წარადგინა და კომპანიის წარმომადგენლების მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხა.

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ოფისში გამართულ შეხვედრას  შემოსავლების სამსახურის საგადასახადო და საბაჟო მეთოდოლოგიის დეპარტამენტის უფროსი რომან ბუღაძე, იურიდიული დეპარტამენტის უფროსი ლევან წითელაშვილი, ასევე, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტი სოსო ფხაკაძე, ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ლევან ვეფხვაძე და სხვადასხვა კომიტეტის ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.

აღნიშნული სახის სამუშაო შეხვედრები, გადასახადის გადამხდელებთან საქართველოს სხვადასხვა რეგიონში სისტემატურად გაიმართება.

ვრცელი ინფორმაცია აღნიშნული ცვლილებების შესახებ, განთავსებულია შემდეგ ბმულზე:

https://matsne.gov.ge/ka/document/view/4911996?publication=0





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მერცი ვარაუდობს, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება შესაძლოა ტერიტორიულ დათმობებზე იყოს დამოკიდებული
პუტინმა მოუწოდა დეპუტატებს, „არ მიეჯაჭვონ აკრძალვებს“ მას შემდეგ, რაც მისი რეიტინგი ყველაზე მეტად შემცირდა
გია ვოლსკი: ევროკავშირის ელჩი კარგი ადამიანია, რომელიც ინსტრუქციების შესაბამისად მოქმედებს
დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლებმა საქართველოს პროკურატურას მიმართეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics